"სიტი": მარიო ბალოტელის ნაცვლად ლუის სუარესი

AutoSharing Option
"დეილი მირორი" "მანჩესტერ სიტის" სატრანსფერო გეგმებთან დაკავშირებით სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემა ამტკიცებს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "ქალაქელები" 21 წლის მარიო ბალოტელის რომელიმე იტალიურ კლუბს მიჰყიდიან, მის ნაცვლად კი "ეტიჰადზე" "ლივერპულის" 25 წლის ურუგვაელ ფორვარდ ლუის სუარესს გადაიბირებენ.

"სიტიში" მზად არიან, მერსისაიდელებთან ვაჭრობა 40 მილიონი ფუნტით დაიწყონ. სუარესმა ენფილდელებთან ახალი, 4-წლიანი ხელშეკრულება ზაფხულზე გააფორმა, რომლის თანახმად, ის კვირაში 120 ათას ფუნტს იღებს.

ტაბლოიდს გამოეხმაურა "წითლების" მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი, ვინც აღნიშნულ ინფორმაციას აბსურდული უწოდა.

"სუარესი ნამდვილად არ არის ის ფეხბურთელი, ვის
გაყიდვაზეც შეიძლება ვფიქრობდეთ. ის ბრწყინვალე თავდამსხმელია, ვინც გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრს შრომობს.

ჩვენ პირიქით, გუნდის გაძლიერებას ვგეგმავთ და ლუისის გასხვისება ამ მხრივ გამოსავალი ნამდვილად არ იქნება.

"ლივერპულში" ის თავისი კარიერის განვითარების ახალ ეტაპზეა. სუარესს რეგულარულად გააქვს გოლები და მისით ყველა კმაყოფილია. წინადადება ვისგანაც არ უნდა მივიღოთ, მას არც კი განვიხილავთ,"
- აცხადებს როჯერსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული