თუმცა თავად ინგლისური კლუბიც მზადაა, ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, მაგრამ ნაკლები ხელფასით.
ამჟამად ფერდინანდი კვირაში 130 ათას ფუნტს იღებს, ხოლო ჩინეთში მას ორმაგ ანაზღაურებას ჰპირდებიან.
ვრცელდება ცნობა, რომ რიო მზადაა, ჩინეთის წინადადება განიხილოს. შეგახსენებთ, რომ ჩინეთში თამაშობენ ნიკოლა ანელკა და დიდიე დროგბა.
მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით