რიო ფერდინანდი მზადაა, ჩინური კლუბის წინადადება განიხილოს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანმა მცველმა რიო ფერდინანდიმ ჩინეთის ერთ-ერთი კლუბიდან შემოთავაზება მიიღო.

თუმცა თავად ინგლისური კლუბიც მზადაა, ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, მაგრამ ნაკლები ხელფასით.

ამჟამად ფერდინანდი კვირაში 130 ათას ფუნტს იღებს, ხოლო ჩინეთში მას ორმაგ ანაზღაურებას ჰპირდებიან.

ვრცელდება ცნობა, რომ რიო მზადაა, ჩინეთის წინადადება განიხილოს. შეგახსენებთ, რომ ჩინეთში თამაშობენ ნიკოლა ანელკა და დიდიე დროგბა.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული