მატჩი 5:2 დამთავრდა და კითხვები გაჩნდა: "მეთოფეები" ასე იოლად გადაქელავდნენ მეტოქეს, მოედანზე 72 წუთი ფეხბურთელით მეტნი რომ არ ყოფილიყვნენ?
ასე თუ ისე, უკვე დაიწერა და ვეთანხმებით, რომ ვერანაირი კაცნაკლულობა ვერ გაამართლებს დროის მოკლე ინტერვალში გაშვებულ ორ ბურთს. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ "დეზებს" მსგავსი რამ ორჯერ დაემართათ.
პირველად - VI ტურში "მანჩესტერ იუნაიტედთან", როცა ბრედ ფრიდელმა 51-ე და 53-ე წუთებზე გაუშვა ბურთები. ოღონდ განსხვავება
"ნამდვილად ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ. ვთამაშობდით თავდადებით და მაღალ ტემპში. ეს სწორედ ის არის, რასაც ჩემი ფეხბურთელებისგან ყოველთვის ვითხოვ.
დიდი ანგარიში გუნდს უნდა დაეხმაროს საკუთარი ძალების რწმენის გაღვივებაში" - ამბობს არსენ ვენგერი.
ბომბარდირები
10 - ლუის სუარესი (ლივერპული)
8 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), დემბა ბა (ნიუკასლი)
7 - მიგელ მიჩუ (სუონსი)
ასისტენტები
6 - ხუან მატა (ჩელსი)
5 - ედენ აზარი (ჩელსი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), ბრაიან რუისი (ფულჰემი)
გოლი+პასი
12 - ლუის სუარესი (ლივერპული) - 10+2, რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 8+4
10 - ხუან მატა (ჩელსი) - 4+6, კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი) - 6+4
9 - მარუან ფელაინი (ევერტონი) - 6+3
გაფრთხილებები
6 - დინ უაიტჰედი (სტოკ სიტი), ანხელ რანხელი (სუონსი)
5 - ჯეიმს მაკარტური (უიგანი), ერიკ ლიშაი (ასტონ ვილა), კრეიგ გარდნერი (სანდერლენდი)
სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით
1. კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი)
2. რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
3. ხუან მატა (ჩელსი)
4. ლეიტონ ბეინსი (ევერტონი)
5. ედენ აზარი (ჩელსი)
ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის
119 მატჩი
80 მოგება
39 ფრე
54 მშრალად შენახული კარები
8 უგოლო მატჩი
342 გოლი
19 პენალტი
2.87 საშუალო შედეგიანობა
15 ავტოგოლი
1 513 ზუსტი დარტყმა კარებში
1 239 აცილება
445 ფეხბურთელი
287 ლეგიონერი
71 ეროვნების მოთამაშე
26.2 საშუალო ასაკი
2 ჰეთ თრიკი
347 ყვითელი ბარათი
21 წითელი ბარათი
4 232 581 ფანი ტრიბუნებზე
ტურის გმირი
მიმდინარე სეზონში ლუის სუარესი, უბრალოდ, ბრწყინავს. თუ "ლივერპულს" წელს ასე თუ ისე მისაღები შედეგის ჩვენება უწერია, ეს, უპირველესად, ურუგვაელის დამსახურება იქნება. XII ტურში ლუისი უშუალო კონკურენტ რობინ ვან პერსის ორი ბურთით დაშორდა, რაც ბრწყინვალე შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ ჰოლანდიელისგან განსხვავებით, წინა ხაზში მას დამხმარე პრაქტიკულად არ ჰყავს.
ტურის მწვრთნელი
"ვესტ ბრომვიჩის" დამრიგებელმა სტივ კლარკმა დამოუკიდებელ სამწვრთნელო პრაქტიკას საკმაოდ გვიან მიჰყო ხელი. 1999 წელს "ნიუკასლში" გატარებულ რამდენიმე კვირას თუ არ ჩავთვლით, მას პრაქტიკა არც ჰქონია. 49 წლის ასაკში კი კლარკი ამტკიცებს, რომ შეზღუდული რესურსების პირობებშიც შეიძლება გუნდი ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად გადააქციო.
მომდევნო ტური
24 ნოემბერი: სანდერლენდი-ვესტ ბრომვიჩი, ევერტონი-ნორვიჩი, მანჩესტერ იუნაიტედი-ქუინზ პარკი, სტოკ სიტი-ფულჰემი, უიგანი-რედინგი, ასტონ ვილა-არსენალი
25 ნოემბერი: სუონსი-ლივერპული, საუთჰემპტონი-ნიუკასლი, ჩელსი-მანჩესტერ სიტი, ტოტენჰემი-ვესტ ჰემი
ტურის სიმბოლური ნაკრები. ლელოს ვერსია
ჯონ რადი (ნორვიჩი) - ხოსე ენრიკე (ლივერპული), მაიკლ ტერნერი (ნორვიჩი), პერ მერტეზაკერი (არსენალი), ნათან კლაინი (საუთჰემპტონი) - სანტი კასორლა (არსენალი), ჯეისონ პანჩეონი (საუთჰემპტონი), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), რაჰემ სტერლინგი (ლივერპული) - ლუის სუარესი (ლივერპული), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"