"არსენალმა" შესაძლოა ტიერი ანრი კვლავ დაიბრუნოს

AutoSharing Option
"არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი არ გამორიცხავს, რომ კლუბმა შეიძლება იანვარში ტიერი ანრის კიდევ ერთხელ შესთავაზოს ხანმოკლე იჯარით გუნდში დაბრუნება.

35 წლის თავდამსხმელი ამჟამად ლონდონში იმყოფება და თავის ძველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ეს ვარიანტი საკმაოდ რეალურია იმის გათვალისწინებით, რომ იანვრის ბოლოს ჟერვინიო აფრიკის თასზე სათამაშოდ მიდის, მარუან შამახი კი "ბეშითაშში" აპირებს კარიერის გაგრძელებას.

"ინდეპენდენტი" "მეთოფეთა" ფრანგ თავკაცს დაუკავშირდა და მისგან შემდეგი პასუხი მიიღო:

"დიახ, ანრი ჩვენთან ერთად ვ
არჯიშობს. შეიძლება თუ არა, რომ ის იანვარში კიდევ ერთხელ დავიმატოთ? არ გამოვრიცხავ, თუმცა არ ვიცი, თავად თუ ისურვებს ჩვენთან თამაშს. თუკი ეს გამოვიდა, წმინდა სათამაშო ასპექტზე არანაკლებ სარგებელს მივიღებთ მისგან.

ანრი სხვებისთვის გადამდები მაგალითია. ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია და ყველასთან ურთიერთობისთვის გახსნილია. მისი ყოფნა ჩვენთან ატმოსფეროს კიდევ უფრო გააჯანსაღებს. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ამ მხრივ რაიმე პრობლემა გვაქვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული