"ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელი დისკვალიფიცირებულია

AutoSharing Option
"ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელი, 43 წლის პოლ ლამბერტი "არსენალთან" პრემიერლიგის XIII ტურის შეხვედრაში გუნდს ტრიბუნებიდან თუ უქომაგებს.

საფეხბურთო ასოციაციამ მას "მანჩესტერ სიტისთან" 5:0-ის წაგების შემდეგ მთავარი არბიტრის, ჯონათან მოსის კრიტიკა არ აპატია და ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის გარდა, რვა ათასი ფუნტითაც დააჯარიმა.

შოტლანდიელის აღშფოთება ანდრეას ვაიმანის მიერ ხელით თამაშისთვის დანიშნულმა ორმა პენალტმა გამოიწვია.

აქედან პირველს პირობითად თუ ვუწოდებთ "ხელით თამაშს", რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ მსაჯის ვერსიაა. რეალურად ავსტრიელს ბურთი მხარზე მოხვდა.

მეორე შემთხვევაში ვაიმანს ბურთი ხელზე კი შეეხო, მაგრამ უკვე მინდორზე
დაცემულს. "ვილას" მთავარმა მწვრთნელმა თავი "დამნაშავედ სცნო" და განაცხადა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული