რობერტო მანჩინი: არის პოზიტივი - არ წაგვიგია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ აღნიშნა, რომ ლონდონის "ჩელსისთან" ინგლისის პრემიერლიგის მატჩში მოედანზე მისი ფეხბურთელები ბატონობდნენ, თუმცა ბოლო პასის მომენტში სცოდავდნენ.

ინგლისის პრემიერლიგის XIII ტურში "ჩელსი"-"სიტის" შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა.

"შანსი მრავლად გვქონდა, მაგრამ გატანა ვერ მოვახერხეთ. მოწინააღმდეგის კარამდე იოლად მივდიოდით, მაგრამ ბოლო პასის გაკეთება გვიჭირდა.

მეტოქის საჯარიმოში მყოფი ძალიან ძლიერი უნდა იყო, რომ ყველას აჯობო და გაიტანო.

არადა, ჩვენ დღეს ყველაფერი გამოგვდიოდა, გარდა დამაგვირგვინებელ ფაზაში შედეგიანად თამაშისა",
- მოჰყავს მანჩინის სიტყვები "მანჩესტერ სიტის" ოფიციალურ ვებგვერდს.

"
არის პოზიტივი - არ წაგვიგია. აქ თამაში (რედ. "სტემფორდ ბრიჯზე") რთულია, მაგრამ დღეს მოედანზე ჩვენ ვბატონობდით.

"რეალთან" მატჩის შემდეგ ჩვენ აშკარად კარგად გავისარჯეთ",
- დასძინა იტალიელმა სპეციალისტმა.

13 ტურის შემდეგ "მანჩესტერ სიტი" ერთადერთ გუნდად რჩება, რომელსაც პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში წაგება არ განუცდია. ამჟამად ინგლისის მოქმედი ჩემპიონი ლიდერ "მანჩესტერ იუნაიტედს" ქულით ჩამორჩება.

ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XIII ტური: სერ ალექს ფერგიუსონის ჩვეული მანტია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული