"სანი": დევიდ ბექჰემი ლონდონში ბრუნდება

AutoSharing Option
"სანის" ინფორმაციით, ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტნის, 37 წლის დევიდ ბექჰემის მეუღლე ვიქტორია ამ დღეებში ლონდონში იმყოფებოდა, სადაც სახლს ეძებდა.

"პოშ სპაისი" ლონდონის პრესტიჟულ უბნებს ქალაქის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილებში სტუმრობდა. მან სადღაც ოთხი აპარტამენტი შეათვალიერა.

მათ შორის არის ტემზის სანაპიროზე საცხოვრებელი კომპლექსი, რომლის ფასი 18 მილიონი ფუნტია; 9 მილიონად არის შეფასებული XVIII საუკუნეში აშენებული 4-სართულიანი სასახლე.

ყველაზე მეტად ის სვეტებიანმა სასახლემ მოხიბლა, რომელსაც მესაკუთრე 10 მილიონად ყიდის. ბუნებრივია, გამოცემა აკეთებს ლოგიკურ დასკვნას, რომ 9-წლიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთელი ოჯახთან ერთად მშობლიურ
ქალაქში დაბრუნებას გეგმავს.

ცნობილია, რომ ვეტერანს სამსახურს ლონდონური კლუბები "ვესტ ჰემი" და "ქუინზ პარკი" სთავაზობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული