ინგლისი. პრემიერლიგა. XIV ტური: ჰარი რედნაპის პირველი ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
27 ნოემბერს, საღამოს, ინგლისში ორი მატჩი გაიმართა. მართალია, მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, მაგრამ ფეხბურთის გულშემატკივართა ყურადღება მან მაინც მიიპყრო.


სხვა თუ არაფერი, პრემიერლიგაში დასარჩენად ბრძოლის კანდიდატები უკვე გამოიკვეთნენ და ერთმანეთს სწორედ ისინი ერკინებოდნენ. აუტსაიდერთა შორის აუტსაიდერი კი მინდორზე პირველად გამოიყვანა სახელოვანმა ჰარი რედნაპმა.

პოლ ლამბერტის "ასტონ ვილამ" "რედინგი" დაამარცხა. მასპინძლებს მთელი თამაშის განმავლობაში სერიოზული უპირატესობა ჰქონდათ.

ვერ ვიტყვით, რომ სტუმართა გოლკიპერ ადამ ფედერიჩის საჯარიმოსთან ერთი ცოდვის ტრიალი იყოო, მაგრამ ავსტრალიელს 3-4-ჯერ ნამდვილად მიეცა სანერვიულო. სრული სიმშვიდე არც ბრედ გუზანის კართან
იყო.

ჯერ კიდევ პირველ ტაიმში ერიკ ლიშაის შეცდომის შემდეგ "არისტოკრატებს" თითქმის 100%-იანი შანსი მიეცათ, მაგრამ თავდამსხმელმა ბოლო მომენტში უხერხულ სიტუაციაში შემოტრიალებით ბურთს ფეხი კარგად ვერ მისცხო და ბურთი ძელს სანტიმეტრებში ასცდა.

ერთადერთი გოლი კი ასე გავიდა: მე-80 წუთზე კრისტიან ბენტეკემ კუთხურისას მეტოქე მცველს ფიზიკური ორთაბრძოლა მოუგო და ბურთი, მიწიდან ასხლეტილი, ბადეში გაეხვია.

თითქოს რა უნდა შეეცვალა ჰარი რედნაპს "რეინჯერთა" მთავარ მწვრთნელად დანიშვნიდან 48 საათის შემდეგ, მაგრამ "ეშმაკმა ჰარიმ" ეს მაინც მოახერხა. მან სტეფან მბია დაცვიდან შუა ხაზში ასწია და შედეგი უმალ მიიღო.

მბიამ სამბა დიაკიტესთან მშვენიერი დუეტი შეკრა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე, რამაც ადელ ტაარაბტსა და ესტებან გრანეროს შეტევაში მეტი სივრცე მისცა სამოქმედოდ. გუნდს დაუბრუნდა ჟი სუნ პარკიც. სამაგიეროდ, ლონდონელებს გაურკვეველი დროით გამოაკლდა მეკარე ჟულიო სეზარი.

პირველ 45 წუთში თითებზე ჩამოსათვლელი მომენტები შეიქმნა და ისიც მეტ-ნაკლებად სახიფათო. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, რომ შეცვლაზე შესულმა რობერტ გრინმა სტივენ ფლეტჩერს სახიფათო თავური დარტყმა აუღო.

მწვრთნელებმა გუნდის გამოფხიზლება შეცვლებით სცადეს, მაგრამ ამ საქმისგან არაფერი გამოვიდა.

"კმაყოფილი ვარ, რომ დღეს ქულა მოვიპოვეთ. თითოეულმა ფეხბურთელმა მინდორზე მაქსიმუმი გაიღო და მათ ამაზე მეტს ვერ მოვთხოვ.

მშვენიერი განწყობა იყო მატჩის შემდეგ გასახდელშიც. ფეხბურთელებს ესმოდათ, რომ ეს ქულა მათ ნამდვილად დაიმსახურეს,"
- განაცხადა ჰარი რედნაპმა.

ინგლისი. პრემიერლიგა. XIV ტური
საუთჰემპტონი-ნორვიჩი 1:1
გოლები: 1:0 ლამბერტი (32), 1:1 სნოდგრასი (45)
საუთჰემპტონი (4-4-2): გასანიგა - შოუ (85. რივსი), ფონტე, იოშიდა, კლაინი - ლალანა, კორკი, შნაიდერლინი, პანჩეონი (88. როდრიგესი) - რამირესი, ლამბერტი
ნორვიჩი (4-4-1-1): ბანი - უიტეკერი, ბენეტი, ბასონგი, გარიდო - სნოდგრასი (88. ბენეტი), ჯონსონი, ტეტი, პიკლინგტონი - ჰულაჰანი (90+1. ჰოუსონი) - ჰოლტი (81. მორისონი)
გაფრთხილება: კლაინი - რ. ბენეტი
კარში დარტყმა: 7-7 (2-4) კუთხური: 3-6 თამაშგარე: 0-1 ჯარიმა: 12-9 ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 29 325

სტოკ სიტი-ნიუკასლი 2:1
გოლები: 0:1 სისე (47), 1:1 უოლტერსი (81), 2:1 ჯერომი (85)
სტოკ სიტი (4-5-1): ბეგოვიჩი - კემერონი, შოუკროსი, ჰუთი, შოტონი - ადამი (67. კაიტლი), ეთერინგტონი (68. ჯერომი), უელანი, ნზონზი, უოლტერსი - კრაუჩი (40. ჯონსი)
ნიუკასლი (4-4-2): კრული - სიმპსონი, კოლოჩინი, უილიამსონი, სანტონი - ანიტა (86. შ. ამეობი), პერჩი, ტიოტე, ხონასი - ბა, სისე (87. რეინჯერი)
გაფრთხილება: ადამი, კემერონი - სანტონი, პერჩი
კარში დარტყმა: 12-7 (5-6) კუთხური: 7-2 თამაშგარე: 3-0 ჯარიმა: 12-14 ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 26 793

სუონსი-ვესტ ბრომვიჩი 3:1
გოლები: 1:0 მიჩუ (9), 2:0 რუტლეჯი (11), 3:0 რუტლეჯი (39), 3:1 ლუკაკუ (45+2),
სუონსი (4-5-1): ტრემელი - დევისი, ჩიკო, უილიამსი, რანხელი - რუტლეჯი, დაიერი (64. მური), კი, ერნანდესი (74. დე გუზმანი), ბრიტონი - მიჩუ (86. აგუსტინი)
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): მაიჰილი - მაკოლი, ოლსონი, რიჯუელი, ჯონსი - იაკობი, მორისონი, მულუმბუ, ბრანტი - ოდემვინგე, ლუკაკუ
გაფრთხილება: - მაკოლი, ბრანტი, ოლსონი, ჯონსი
კარში დარტყმა: 10-5 (5-1) კუთხური: 5-2 თამაშგარე: 6-1 ჯარიმა: 10-17 ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 20 377

ტოტენჰემი-ლივერპული 2:1
გოლები: 1:0 ლენონი (7), 2:0 ბეილი (16), 2:1 ბეილი (72-ს.კ-ში)
ტოტენჰემი (4-4-2): ლორისი - ვერტონგენი, დოუსონი, გალასი, უოლკერი - ბეილი, დემბელე (88. ჰადლსტოუნი), სანდრო, ლენონი - დემპსი (64. სიგურდსონი), დეფო
ლივერპული (4-4-2): რეინა - ჯონსონი, აგერი, შკრტელი, დაუნინგი (78. აისადი) - ალენი, ჯერარდი, ჰენდერსონი (63. შელვი), ხ. ენრიკე - სტერლინგი, სუარესი
გაფრთხილება: ბეილი - შკრტელი, ხ. ენრიკე
კარში დარტყმა: 13-10 (6-6) კუთხური: 1-12 თამაშგარე: 0-1 ჯარიმა: 7-18 ბურთის ფლობა: 36%-64%
მაყურებელი: 36 162

ჩელსი-ფულჰემი 0:0
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - კოული, ლუისი, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა - რომეუ, რამირესი - ბერტრანი (63. მატა), ოსკარი, აზარი (82. მარინი) - ტორესი
ფულჰემი (4-5-1): შვარცერი - რიტერი, სენდეროსი, ჰიუზი, რიისე - დაფი, დიარა (64. ბერდი), სიდუელი, კარაგუნისი (74. ფრეი), როდალიეგა (83. პეტრიჩი) - ბერბატოვი
გაფრთხილება: ივანოვიჩი, რომეუ, ლუისი -
კარში დარტყმა: 7-7 (3-6) კუთხური: 10-2 თამაშგარე: 4-2 ჯარიმა: 10-12 ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 41 707

ევერტონი-არსენალი 1:1
გოლები: 0:1 უოლკოტი (1), 1:1 ფელაინი (27),
ევერტონი (4-4-1-1): ჰოვარდი - ბეინსი, დისტენი, იაგიელკა, ჰიბერტი - პიენაარი, ოსმანი, გიბსონი (73. ჰიტცლშპერგერი), ნეისმიტი (62. ოვიედო) - ფელაინი - იელავიჩი
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი (4. გიბსი), ვერმალენი - არტეტა, უილშირი - რემსი (80. ჟერვინიო), კასორლა (90. კოკლენი), უოლკოტი - ჟირუ
გაფრთხილება: გიბსონი, ოვიედო - გიბსი
კარში დარტყმა: 11-6 (8-3) კუთხური: 6-6 თამაშგარე: 7-0 ჯარიმა: 13-9 ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 37 141

უიგანი-სიტი 0:2
გოლები: 0:1 ბალოტელი (69), 0:2 მილნერი (72)
უიგანი (4-4-1-1): ალ ჰაბსი - ფიგეროა, პისკუ, ბოისი, სტამი (90+2. მაკმანამანი) - კონე, გომესი, ჯონსი (74. მაკარტური), მაკარტი - ბოსეჟური, დი სანტო
სიტი (4-4-2): ჰარტი - მაიკონი, კომპანი, ნასტასიჩი, საბალეტა - ხ. გარსია (59. მილნერი), ი. ტურე, დ. სილვა, ბერი - აგუერო (68. კოლაროვი - 81. კ. ტურე), ბალოტელი
გაფრთხილება: გომესი - ბერი
კარში დარტყმა: 13-9 (6-3) კუთხური: 8-3 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 11-7 ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 19 623

VideoSportall.Ge
უიგანი - მანჩესტერ სიტი 0:2


იუნაიტედი-ვესტ ჰემი 1:0
გოლი: 1:0 ვან პერსი (1)
იუნაიტედი (4-3-3): ლინდეგორი - ევრა, ევანსი, სმოლინგი, რაფაელი - ანდერსონი (84. ფ. ჯონსი), კერიკი, კლევერლი (66. იანგი) - ვან პერსი, ერნანდესი, რუნი (78. უელბეკი)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): იასკელაინენი - დემელი, რიდი, კოლინსი, ობრაიენი - ტომკინსი, დიამე (76. ონილი) - ჯარვისი (70. მაიგა), ნოლანი, ტეილორი - კეროლი (62. კ. კოული)
გაფრთხილება: კერიკი - ნოლანი
კარში დარტყმა: 19-7 (9-1) კუთხური: 5-5 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 9-11 ბურთის ფლობა: 67%-33%
მაყურებელი: 75 572

სატურნირო ცხრილი

გუნდი
1 იუნაიტედი 14 11 0 3 33-18 33
2 სიტი
14
9
5
0
27-10 32
3 ჩელსი 14
7
5
2
24-13
26
4 ვესტ ბრომ. 14
8
2
4
24-18
26
5 ტოტენჰემი 14
7
2
5
25-23
23
6 ევერტონი 14
5
7
2
24-18
22
7 არსენალი 14
5
6
3
24-14
21
8 სუონსი 14
5
5
4
21-17
20
9 სტოკ სიტი 14
4
7
3
13-12
19
10 ვესტ ჰემი
14
5
4
5
16-16
19
11 ფულჰემი 14
4
5
5
25-23
17
12 ლივერპული 14
3
7
4
18-18
16
13 ნორვიჩი 14
3
7
4
11-20
16
14 ნიუკასლი 14
3
5
6
14-21
14
15 უიგანი 14
4
2
8
15-25
14
16 სანდერლენდი 13
2
7
4
12-16
13
17 ასტონ ვილა 14
3
4
7
11-22
13
18 საუთჰემპტონი 14
3
3
8
21-31
12
19 რედინგი 13
1
6
6
16-23
9
20 ქუინზ პარკი 14
0
5
9
10-26
5

ბომბარდირები
10 - ლუის სუარესი (ლივერპული), 9 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 8 - მიგელ მიჩუ (სუონსი), დემბა ბა (ნიუკასლი), 7 - ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი), მარუან ფელაინი (ევერტონი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული