ინგლისი. პრემიერლიგა. XV ტურის წინ: დედაქალაქური დერბების დღე

AutoSharing Option
მანჩესტერულმა გრანდებმა "იუნაიტედმა" და "სიტიმ" მეტოქეებთან გარკვეული ფორა უკვე მოიპოვეს და რაკი ძირითადი კონკურენტები ბოლო ხანს რეგულარულად კარგავენ ქულებს, მათი უპირატესობა განუხრელად იზრდება.

შუა კვირაში ნათამაშებმა ტურმა ეს ტენდენცია კიდევ უფრო გამოკვეთა. ვნახოთ, რა სიტუაცია იქნება ამ უქმეების შემდეგ.

"ვესტ ჰემმა" ბოლო პერიოდში პოზიციები სერიოზულად დათმო. "ჩელსის" რაღაც წილად შეიძლება გაუმართლა კიდეც, რომ 6-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ მას ხვდება.

რაფა ბენიტესის დებიუტი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გუნდის თავკაცის პოსტზე იმდენად ცუდი იყო, რომ კაცი მტერს არ უსურვებს.

ესპანელის მოსვლის შემდეგ "ლურჯებს"
გოლი ჯერ არ გაუტანიათ. ასე რომ, თუკი ფეხბურთელები თავიანთ მწვრთნელს პატივს სცემენ, დღეს ჩვეულებრივზე მეტად უნდა მოინდომონ.

როგორც პრაქტიკა ამტკიცებს, "ჩაქუჩებს" ყველაზე მეტად კონტრშეტევებზე მოქმედი გუნდების წინააღმდეგ უჭირთ. შესაბამისად, "ჩელსისთან" მათ 3 ქულის მოპოვების დიდი შანსი არ უნდა ჰქონდეთ.

"არსენალმა" პრემიერლიგაში ჩატარებულ 14 შეხვედრაში 8 გასვლაზე ითამაშა და მათ შორის ორჯერ მანჩესტერში და ორჯერ ლივერპულში. რაც ნამდვილად არ ნიშნავს ცოტას.

"მეთოფეებს" ამჯერად შინ უწევთ "სუონსისთან" დაპირისპირება და თუკი მატჩი მათთვის სასურველი ანგარიშით დასრულდა, არსენ ვენგერის გუნდს ლიდერთა შორის დაბრუნების კარგი შანსი მიეცემა, მაგრამ... სამ ქულას ჯერ მოპოვება სჭირდება.

მიკაელ ლაუდრუპის შეგირდებმა შუა კვირაში "ვესტ ბრომვიჩთან" საოცრად ითამაშეს და პრემიერლიგის ამჟამინდელ მეოთხეადგილოსანს ქულის გადარჩენის შანსიც კი არ დაუტოვეს. ასე რომ, "მეთოფეებს" არ აქვთ უფლება, თავი სამშვიდობოს დაიგულონ.

"ვესტ ჰემი"-"ჩელსის" გარდა ლონდონში მეორე დედაქალაქური დერბიც გაიმართება - "ფულჰემი" "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. მასპინძლები ბოლო პერიოდში უხეიროდ თამაშობენ.

მართალია, მარტინ იოლის გუნდმა "სტემფორდ ბრიჯზე" ქულა აიღო, მაგრამ ეს უფრო მეტოქის უგერგილობის დამსახურება იყო. "დეზები" კი პირიქით, აღმავლობის გზას ადგანან, რაც "ლივერპულთან" შეხვედრაშიც დაამტკიცეს. ჩვენი აზრით, ანდრე ვილაშ ბოაშის სამწყსო დღესაც ფავორიტია და მას 3 ქულის აღებას ვუწინასწარმეტყველებთ.

"უაით ჰართ ლეინზე" წაგების შემდეგ "ლივერპული" "საუთჰემპტონთან" შეხვედრას წესით გაბრაზებული და მოტივირებული უნდა შეხვდეს. "წითლებს" მოტივაცია "ენფილდზე" კლუბის მესაკუთრეთა ყოფნამ უნდა შემატოს. "წმინდანები" ბოლო ტურებში საკმაოდ კარგად თამაშობენ (4 მატჩია არ წაუგიათ) და წესით, ასე იოლად არც ახლა უნდა წაიქცნენ.

"ეტიჰადზე" პრაქტიკულად უძლეველი "მანჩესტერ სიტი" "ევერტონს" მასპინძლობს და მატჩის აშკარა ფავორიტადაც მიიჩნევა. სხვა თუ არაფერი, მერსისაიდელებს 3-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ და ცუდ ფორმაში არიან.

XV ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად სპეციალისტები სწორედ ამ შეხვედრას ასახელებენ. "ქალაქელებს" შუა კვირაში დორტმუნდის "ვესტფალენშტადიონზე" ჩემპიონთა ლიგაში პრესტიჟის მატჩი აქვთ ჩასატარებელი, თუმცა გრძელი სათადარიგოთა სკამის წყალობით რობერტო მანჩინის მაინც ძლიერი შემადგენლობის გამოყვანა შეუძლია. ასე რომ, ეს "ევერტონს" ამოცანას ნამდვილად არ უმარტივებს.

ჰარი რედნაპი პირველად წარდგება საკუთარი გულშემატკივრის წინაშე "რეინჯერების" მთავარი მწვრთნელის რანგში. "ასტონ ვილა" ცუდ ფორმაშია, რაც დედაქალაქელების შანსებს ზრდის.

ჩვენი პროგნოზით, მასპინძლები დღეს პირველ მატჩს მოიგებენ მიმდინარე სეზონში. ისე მეხსიერება თუ არ გვღალატობს, მსგავსი პროგნოზი "რედინგთან" მატჩის წინაც დავწერეთ, მაგრამ...

სუონსის "ლიბერთი სთედიუმზე" წაფორხილების შემდეგ სტივ კლარკის "ვესტ ბრომვიჩი" "ჰოუტორნსზე" ბრუნდება, სტადიონზე, სადაც
მას აქამდე 7 მატჩიდან 6 აქვს მოგებული.

ამ მხრივ მას "მანჩესტერ სიტის" შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი აქვს პრემიერლიგაში (ჩემპიონებს 6 მოგება და ფრე აქვთ). სტატისტიკა ერთია, დღევანდელობა - მეორე. "სტოკ სიტი" ბოლო მატჩებში ფერზე მოვიდა. მისი დამარცხება იოლი სულაც არ იქნება.

"მეთიხეებს" ბოლო 4-დან 3 მოგება აქვთ. ჩვენი პროგნოზით სტუმრებს მინიმუმ ქულის აღება დღესაც შეუძლიათ. ტონი პულისის გუნდს სერიოზული დანაკლისი აქვს - არ იქნება პიტერ კრაუჩი. მას კენუან ჯონსი შეცვლის.

ბრაიან მაკდერმოტის "რედინგს" დღეს საღამოს პრაქტიკულად "შეუსრულებელი მისია" აკისრია - მას "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრობს და "არისტოკრატებს" ლიდერთან გამკლავება მოუწევთ.

"ეშმაკებმა" XIV ტურში "ვესტ ჰემთან" პირველად, თითქმის 2-თვიანი პაუზის შემდეგ, კარის მშრალად შენახვა მოახერხეს, რამაც სერ ალექს ფერგიუსონი განსაკუთრებით გაახარა.

ამას გარდა, შოტლანდიელი ბედნიერია იმითაც, რომ მას ანტონიო ვალენსიას იმედი შეიძლება ჰქონდეს. ეკვადორელი სრული დატვირთვით ვარჯიშობს. სტუმრებს მაინც მაქსიმალური სიფრთხილით მართებთ თამაში, რადგან "რედინგი" შინ ძნელად დასამარცხებელი მეტოქეა.

ინგლისი. პრემიერლიგა. XV ტური
1 დელემბერი
ვესტ ჰემი-ჩელსი 16:45
ტრავმა: დიარა, კოლისონი, ვას ტე - ლემპარდი, ტერი, სტარიჯი
დისკვალიფიკაცია: - ლუისი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +0=4-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 83 თამაში: +32=17-34 (132-137)

არსენალი-სუონსი 19:00
ტრავმა: როსიცკი, დიაბი, უოლკოტი, ფაბიანსკი, სანტოსი - ლიტა, ტეილორი, სიტუ, ვორმი, გრემი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +3=0-3 (7-9)

ფულჰემი-ტოტენჰემი 19:00
ტრავმა: კაჩანიკლიჩი, დევისი, რუისი - ასუ-ეკოტო, პარკერი, კაბული
დისკვალიფიკაცია: ჰანგელანდი - ადებაიორი
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 48 თამაში: +8=14-26 (51-85)

ლივერპული-საუთჰემპტონი 19:00
ტრავმა: ლუკასი, ბორინი, კელი - ჩაპლოუ, რიჩარდსონი
ბოლო 6 მატჩი
+1=4-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 70 თამაში: +34=18-18 (109-74)

სიტი-ევერტონი 19:00
ტრავმა: კლიში, რიჩარდსი - მირალიაში, ნევილი
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 154 თამაში: +58=39-57 (216-206)

ქუინზ პარკი-ასტონ ვილა 19:00
ტრავმა: ეპრაჰიმი, ზამორა, ჯონსონი - ვლაარი, ჰერდი, ბენეტი, ნზოგბია, დანი, გარდნერი
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +16=8-12 (48-48)

ვესტ ბრომვიჩი-სტოკ სიტი 19:00
ტრავმა: დოუსონი - დელაპი, უილსონი, ოუენი
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 80 თამაში: +22=20-38 (100-131)

რედინგი-იუნაიტედი 21:30
ტრავმა: მაკარტი, კარაჩანი - ვიდიჩი, ნანი, კაგავა
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +0=3-3 (6-10)

2 დელემბერი
ნორვიჩი-სანდერლენდი 20:00
ტრავმა: ტერნერი, კეინი - ბრაუნი
ბოლო 6 მატჩი
+2=4-0 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +12=4-9 (29-32)

3 დეკემბერი

ნიუკასლი-უიგანი 00:00
ტრავმა: შ. ამეობი, ობერტანი, გოსლინგი, ბენ არფა, კაბაი, რ. ტეილორი, ვუკჩიჩი - უოტსონი
დისკვალიფიკაცია: პერჩი -
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +5=2-6 (13-16)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 იუნაიტედი 14 11 0 3 33-18 33
2 სიტი
14
9
5
0
27-10 32
3 ჩელსი 14
7
5
2
24-13
26
4 ვესტ ბრომ. 14
8
2
4
24-18
26
5 ტოტენჰემი 14
7
2
5
25-23
23
6 ევერტონი 14
5
7
2
24-18
22
7 არსენალი 14
5
6
3
24-14
21
8 სუონსი 14
5
5
4
21-17
20
9 სტოკ სიტი 14
4
7
3
13-12
19
10 ვესტ ჰემი
14
5
4
5
16-16
19
11 ფულჰემი 14
4
5
5
25-23
17
12 ლივერპული 14
3
7
4
18-18
16
13 ნორვიჩი 14
3
7
4
11-20
16
14 ნიუკასლი 14
3
5
6
14-21
14
15 უიგანი 14
4
2
8
15-25
14
16 სანდერლენდი 13
2
7
4
12-16
13
17 ასტონ ვილა 14
3
4
7
11-22
13
18 საუთჰემპტონი 14
3
3
8
21-31
12
19 რედინგი 13
1
6
6
16-23
9
20 ქუინზ პარკი 14
0
5
9
10-26
5

ბომბარდირები
10 - ლუის სუარესი (ლივერპული), 9 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 8 - მიგელ მიჩუ (სუონსი), დემბა ბა (ნიუკასლი), 7 - ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი), მარუან ფელაინი (ევერტონი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული