კაგავა, ნანი, ვალენსია და ვიდიჩი "სიტისთან" ვერ ითამაშებენ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველები ლუის ანტონიო ვალენსია და შინჯი კაგავა "მანჩესტერ იუნაიტედთან" პრემიერლიგის მე-16 ტურის მატჩში ვერ მიიღებენ მონაწილეობას. ორივე ფეხბურთელს ტრავმა აქვს.

"რაც შეეხება ტრავმირებულ ფეხბურთელებს, ტომ კლევერლიმ დღეს რენტგენი უნდა ჩაიტაროს და ვნახოთ, როგორ იქნება საქმე.

თავიდან ვფიქრობდი, რომ კაგავა მზად იყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ვიდიჩი უკვე ვარჯიშობს და დარწმუნებულია, რომ თამაშს შეძლებს, თუმცა "სიტისთან" მისი გამოყვანა ნაადრევი იქნება. "სანდერლენდთან" კი ორივე ითამაშებს.

ნანი და ვალენსია კვლავ ტრავმირებულები არიან. მწყობრში ჩასადგომად მათ, სავარაუდოდ, ორი კვირა დასჭირდებათ",
- თქვა
სერ ალექს ფერგიუსონმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული