ESPN: რომან აბრამოვიჩი ხოსეპ გვარდიოლას წელიწადში 20 მლნ ფუნტს შესთავაზებს

AutoSharing Option
ESPN-ის ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა იმ კონტრაქტის დეტალები, რომლის შეთავაზებასაც ლონდონის "ჩელსი" "ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელისთვის, ხოსეპ გვარდიოლასთვის აპირებს.

დაიწერა, რომ "ლურჯები" დორტმუნდის "ბორუსიას" დამრიგებელ იურგენ კლოპის კანდიდატურას იმ შემთხვევესთვის განიხილავენ, თუკი გვარდიოლასთან შეთანხმება ვერ მოხერხდება. თუმცა, როგორც ESPN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, "არისტოკრატთა" მფლობელ რომან აბრამოვიჩს პირზე მხოლოდ გვარდიოლას გვარი აკერია, მიუხედავად იმისა, რომ ესპანელი სპეციალისტის გადაბირებას პსჟ, "მილანი" და "ბაიერნიც" ცდილობენ.

როგორც ირკვევა, გვარდიოლას მოთაფვლას "ჩელსი" ოთხწლიანი კონტრაქტით შეეცდება, რომელშიც საბაზო ხელფასად 20 მლნ ფუნტი იქნება გათვალისწინებული.

გვარდიოლას გეგმების
შესახებ მისი აგენტისგანაა ცნობილი, რომელიც ირწმუნება, რომ სპეციალისტი სამუშაოს მომავალი წლის ზაფხულამდე არ დაუბრუნდება, დასაქმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვას კი ახალი წლის შემდეგ დაიწყებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული