პატრის ევრა: პსჟ-ში რომ გადავიდე, ფერგიუსონი უნდა მოკლათ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი პატრის ევრა პსჟ-ში გადასვლას კატეგორიულად უარყოფს.

ამ ბოლო დროს უცხოურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ფრანგი ფეხბურთელი პარიზულ კლუბში აპირებდა გადასვლას, თუმცა თავად ევრამ აღნიშნული ჭორები გააბათილა.

"პსჟ? ეს დედაქალაქური კლუბია, რომელიც ყოველთვის მიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ "მონაკო" ჩემთვის საფრანგეთში ბოლო გუნდია, სადაც მითამაშია.

ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ი
გებ, რომ შენით პსჟ არის დაინტერესებული, მაგრამ პარიზულ გუნდში რომ გადავიდე, ფერგიუსონი უნდა მოკლათ. ძალიან ბედნიერი ვარ მანჩესტერში", - თქვა ევრამ.

მომზადებულია Canal+-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული