ინგლისი. პრემიერლიგა. XVI ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
"სიტი"-"იუნაიტედის" მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარ სკანდალზე მიმოხილვაშიც ვწერდით. დღეს კი საქმეში ცოტა მეტი სიცხადის შეტანა შეიძლება.

"სიტის" პრესსამსახურმა, სამართალდამცავების ნებართვით, საზოგადოებას იმ პიროვნების ვინაობა გააცნო, ვინც მინდორზე გადაჭრილი რიო ფერდინანდს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. ის "ეტიჰადის" აბონემენტის მფლობელი, 21 წლის მეტიუ სკოტი აღმოჩნდა.

კლუბმა მისი სეზონური ბილეთი უკვე გააუქმა და როგორც ირკვევა, უახლოეს დღეებში დირექტორატი მას სიცოცხლის ბოლომდე აუკრძალავს საყვარელი კლუბის საშინაო თამაშებზე დასწრებას. ამას გარდა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ახალგაზრდა გულშემატკივარს უახლოეს ხანებში სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგომა.
სკოტს
6-8 თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ბრალდებულთან გასაუბრება ჟურნალისტებმა უკვე მოახერხეს. აი, რას ამბობს ის:

"მინდა ყველას მოვუხადო ბოდიში, ვინც ჩემი საქციელის გამო დაზარალდა, მაგალითად, რიო ფერდინანდს. ვაღიარებ, რომ ძალიან მრცხვენია იმისა, რაც ჩავიდინე. მესმის, რომ ვუღალატე ჩემს ოჯახს, ჩემს კლუბს და გულშემატკივრებს.

ვაპირებ, მისტერ ფერდინანდს წერილი მივწერო და პატიება პირადად ვთხოვო. მინდა ბოდიში "იუნაიტედის" ფანების წინაშეც მოვიხადო.

მადლობას ვუხდი ჯო ჰარტს, რადგან არ მომცა საშუალება, უფრო დიდი სისულელე ჩამედინა".


პოლიციის განმარტებით, მეტიუ სკოტი პროფესიონალი მებაღეა. ის არასდროს ყოფილა არათუ ნასამართლები, არამედ ხულიგნობაში ეჭვმიტანილიც კი.

ერთი სიტყვით, მისმა უმწიკვლო წარსულმა შესაძლოა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე სერიოზული გავლენა იქონიოს. მის ადვოკატს კლიენტის პირობითი მსჯავრის იმედი აქვს.

ინგლისი. პრემიერლიგა. II ტურის გადადებული მატჩი
სანდერლენდი-რედინგი 3:0
გოლები: 1:0 მაკლინი (3), 2:0 ფლეტჩერი (28), 3:0 სესინიონი (93)
სანდერლენდი (4-4-2): მინიოლე - კოლბეკი, კუელიარი, ოში, გარდნერი - მაკლინი, როუზი (69. დ. ვონი), ლარსონი, ე. ჯონსონი (46. ბერდსლი - 76. ბრამბლი) - სესინიონი, ფლეტჩერი
რედინგი (4-4-2): ფედერიჩი - კამინგსი, პირსი, მარიაპა, შორი - მაკლირი (72. სამუელი), ტაბი, ლიგერტვუდი, მაკანუფი - ჰანტი, ლე ფონდრე
გაფრთხილება: როუზი, ფლეტჩერი - მარიაპა
კარში დარტყმა: 12-10 (8-4) კუთხური: 6-8 თამაშგარე: 3-1 ჯარიმა: 10-11 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 37 723

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 იუნაიტედი 16 13 0 3 40-23 39
2 სიტი 16 9 6 1 30-14 33
3 ჩელსი 16 8 5 3 28-17 29
4 ევერტონი 16 6 8 2 27-20 26
5 ტოტენჰემი 16 8 2 6 29-25 26
6 ვესტ ბრომვიჩი 16 8 2 6 24-21 26
7 არსენალი 16 6 6 4 26-16 24
8 სუონსი 16 6 5 5 26-21 23
9 სტოკ სიტი 16 5 8 3 14-12 23
10 ლივერპული 16 5 7 4 22-20 22
11 ვესტ ჰემი 16 6 4 6 21-20 22
12 ნორვიჩი 16 5 7 4 17-24 22
13 ფულჰემი 16 5
5 6 27-27 20
14 ნიუკასლი 16 4 5 7
18-23 17
15 სანდერლენდი 16 3 7 6 17-21 16
16 საუთჰემპტონი 16 4 3 9 22-32 15
17 ასტონ ვილა 16 3 6 7 12-23 15
18 უიგანი 16 4 3 9 17-30 15
19 რედინგი 16 1 6 9 19-31 9
20 ქუინზ პარკი 16 0 7 9 13-29 7

ტურის გმირი
ჩემპიონობის უმთავრესი ფავორიტების დაპირისპირებაში საბოლოო შედეგი ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. "იუნაიტედს" რაღაც წილად გაუმართლა კიდეც, როცა მეორე ტაიმში თანაქალაქელის მძაფრ შეტევებსაც გაუძლო და მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის 2:20 წუთზე საჯარიმო გაიტანა.

ამ ყველაფერზე სალაპარაკო არ გვექნებოდა, უეინ რუნის ზღაპრული თამაში რომ არა.

საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ 27 წლის თავდამსხმელმა ოლიმპიური სიმშვიდით გამოიყენა მომენტები. მან ძალიან დიდი შავი სამუშაო შეასრულა (როგორც ყოველთვის), რითაც საკუთარ ნახევარმცველებს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდა.

ტურის მწვრთნელი
XVI ტურის საუკეთესო მწვრთნელად დევიდ მოიესი მიგვაჩნია.

49 წლის შოტლანდიელის ხელმძღვანელობით "ლურჯებმა" ჯერ კიდევ წინა ტურებში დაამტკიცეს საკუთარი ამბიცია, როცა ქულები დააკარგვინეს ჯერ "არსენალს", მერე "სიტის". მერსისაიდელებმა ახლა "ტოტენჰემის" პატივმოყვარეობა შელახეს ერთი წუთის ინტერვალში ორჯერ.

მოგებას სათავე შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა დაუდეს. პირველი გოლისას სტივენ ნეისმიტმა იბრძოლა ბოლომდე და საგოლე კომბინაცია წამოიწყო; მეორე შემთხვევაში კი პასის ავტორი უშუალოდ აპოსტოლოს ველიოსი იყო.

ტურის სიმბოლური ნაკრები. ლელოს ვერსია
რობერტ გრინი (ქუინზ პარკი)
გლენ ჯონსონი (ლივერპული), რიო ფერდინანდი (მანჩესტერ იუნაიტედი), სებასტიან ბასონგი (ნორვიჩი), ლეიტონ ბეინსი (ევერტონი)
რობერტ სნოდგრასი (ნორვიჩი), ჯეკ უილშირი (არსენალი), ჯეიმს მაკარტი (უიგანი)
მიგელ მიჩუ (სუონსი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), ფერნანდო ტორესი (ჩელსი)

ბომბარდირები
12 - მიგელ მიჩუ (სუონსი)
11 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
10 - ლუის სუარესი (ლივერპული), დემბა ბა (ნიუკასლი),
9 - ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი)
8 - მარუან ფელაინი (ევერტონი)
7 - კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი)
6 - ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი), სტივენ ფლეტჩერი (სანდერლენდი), გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), რიკი ლამბერტი (საუთჰემპტონი), ხუან მატა (ჩელსი), ნიკიცა იელავიჩი (ევერტონი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), ფერნანდო ტორესი (ჩელსი)

ასისტენტები
7- უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)
6 - ხუან მატა (ჩელსი), ედენ აზარი (ჩელსი)
5 - ბრაიან რუისი (ფულჰემი), ადამ ლალანა (საუთჰემპტონი), დემიენ დაფი (ფულჰემი), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი)
4 - ნიკი შორი (რედინგი) თეო უოლკოტი (არსენალი), უეინ რუტლეჯი (სუონსი), ჯობი მაკანუფი (რედინგი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), შეინ ლონგი (ვესტ ბრომვიჩი), ჯონათან დე გუზმანი (სუონსი)

გოლი+პასი
15 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 11+4
13 - მიგელ მიჩუ (სუონსი) - 12+1, უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) 6+7
12 - ლუის სუარესი (ლივერპული) - 10+2, კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი) - 7+5, ხუან მატა (ჩელსი) - 6+6
11 - ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი) 9+2, მარუან ფელაინი (ევერტონი) - 8+3, დემბა ბა (ნიუკასლი) - 10+1

სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით
1. რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
2. კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი)
3. მარუან ფელაინი (ევერტონი)
4. ხუან მატა (ჩელსი)
5. ლეიტონ ბეინსი (ევერტონი)

ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის
159 მატჩი
108 მოგება
51 ფრე
78 მშრალად შენახული კარები
14 უგოლო მატჩი
446 გოლი
3 ჰეთთრიკი
27 პენალტი
14 ჯარიმა
90 თავით
315 ფეხით
2.81 საშუალო შედეგიანობა
20 ავტოგოლი
451 ფეხბურთელი
26.1 საშუალო ასაკი
296 ლეგიონერი
71 ეროვნების მოთამაშე
483 ყვითელი ბარათი
23 წითელი ბარათი

მომდევნო ტური
15 დეკემბერი
ნიუკასლი-მანჩესტერ სიტი, ლივერპული-ასტონ ვილა, მანჩესტერ იუნაიტედი-სანდერლენდი, ნორვიჩი-უიგანი, ქუინზ პარკი-ფულჰემი, სტოკ სიტი-ევერტონი.

16 დეკემბერი
ტოტენჰემი-სუონსი, ვესტ ბრომვიჩი-ვესტ ჰემი.

17 დეკემბერი
რედინგი-არსენალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XVI ტური: სუპერდერბი ფერგის საყვარელი სცენარით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული