რობერტო მანჩინის "მანჩესტერ სიტიდან" შობამდე დაითხოვენ?

AutoSharing Option
გამოცემა "დეილი სტარის" ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობა იმედგაცრუებულია ჩემპიონთა ლიგაში რობერტო მანჩინის გუნდის თამაშით.

იმის გათვალისწინებით, რომ "ქალაქელები" არც პრემიერლიგაში ბრწყინავენ ძველებურად, მათგან მოულოდნელი სულაც არ იქნება, რომ იტალიელ სპეციალისტს შობის დღეებში კარისკენ მიუთითონ, რათა ე.წ. ბოქსინგ დეიზე გუნდს ახალი იდეებით შეპყრობილი თავკაცი ჰყავდეს.

მანჩინის მდგომარეობის გამოსასწორებლად "ნიუკასლთან" (15 დეკემბერი), "რედინგთან" (22 დეკემბერი) და "სანდერლენდთან" (26 დეკემბერი) შეხვედრები დარჩა.

თუკი "სიტიმ" ამ შეხვედრებში ქულა მაინც დაკარგა, რობერტოს უკვე ვეღარაფერი უშველის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული