სერ ალექსი ასევე "იუნაიტედის" თავდამსხმელთა თამაშსაც შეეხო, ყურადღება კი რობინ ვან პერსიზე გაამახვილა. მწვრთნელმა ასევე თანამედროვე შემტევი სქემები განიხილა.
"ვან პერსი, მისი ასაკისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ერიკ კანტონას რაღაცით ჰგავს.
ის ბრწყინვალე იყო "არსენალში". მას არ დასჭირვებია დრო პრემიერლიგაში ადაპტაციისთვის და ჩვენს სათამაშო სტილსაც იდეალურად მოერგო.
შედეგად, რობინმა 14 გოლი გაიტანა, ჩვენ კი შეტევის ხაზში აშკარა პროგრესი მივიღეთ", - თქვა ფერგიუსონმა.
შოტლანდიელმა სპეციალისტმა
"მხოლოდ "ბარსელონა" თამაშობს თავდამსხმელის გარეშე, სხვა დანარჩენს კი ასეთები ჰყავს. ოდესღაც ვთამაშობდი ერთი ფორვარდით, ოღონდ ეს 30 წლის წინ, "აბერდინში" იყო.
საერთოდ, წინ მყოფი ორი ფეხბურთელის შემთხვევაში შეტევის ბევრად მეტი ვარიანტი გიჩნდება.
"ბარსელონა" კი სულ სხვაა. კატალონიელები ასე იმიტომ თამაშობენ, რომ უპირატესობას ბურთის ფლობას ანიჭებენ. მათ უყვართ მეტოქის დაცვის გაშლა-გაჭიმვა, შემდეგ კი მასში შეჭრა. როგორც წესი, ამას მესი აკეთებს ხოლმე", - თქვა "წითელი ეშმაკების" დამრიგებელმა.
ფერგიუსონმა ისიც ახსნა, თუ რატომ არ აპირებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ძვირფასი ფეხბურთელების შეძენას.
"იანვრის ბაზარი არასდროს არის ხოლმე წარმატებული, რასაც ზამთარში განხორციელებული ტრანსფერების სიმცირეც მოწმობს. როგორც წესი, ყველა მსხვილი გარიგება ზაფხულში ხორციელდება", - დასძინა სერ ალექსმა.
ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XVII ტური: წაგება "ენფილდზე" [VIDEO]