ალექს ფერგიუსონის ლექცია სტუდენტებისთვის

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, 70 წლის ალექს ფერგიუსონი ამ დღეებში ამერიკას სტუმრობდა.

ინგლისური პრესის მტკიცებით, შოტლანდიელი ოკეანის გაღმა პეპ გვარდიოლასთან შესახვედრად გაემართა.

ვერ გეტყვით, რამდენად სანდოა ჩვენი ინგლისელი კოლეგების ინფორმაცია. ერთადერთი შეხვედრა, რომელიც მან გამართა ბოსტონში, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან იყო.

სერ ალექსი ახალგაზრდებს თავისი მიღწევების შესახებ ესაუბრა და ამის შესახებ კომენტარიც არ დაიზარა. აი, რა უთხრა ფერგიუსონმა "ტელეგრაფს":

"მსგავს აუდიტორიასთან შეხვედრა ძალიან სასიამოვნო იყო. ლექციაზე სტუდენტები ჩემი წარმატების მიზეზებს იკვლევდნენ. მათ აინტერესებდათ, როგორ ვახერხებ შიშისა და სიყვარულის დაბალანსებას, რათა "იუნაიტედს"
მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო.

სტუდენტებმა დეტალურად გააანალიზეს მიღებული ინფორმაცია. ადამიანებთან ურთიერთობის ის სისტემა, რომელსაც წლების განმავლობაში ვაშენებდი, მათ წარმატებების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად დაასახელეს.

სიმართლეს გეტყვით, ეს ბავშვები ჩემ შესახებ სიმართლის დადგენასთან ბევრად უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე ჟურნალ-გაზეთები".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული