იტალიელმა სუპერმოდელმა და კრისტიანო რონალდოს ყოფილმა შეყვარებულმა დაახლოებით ერთი თვის წინ იმშობიარა.
მან და მარიო ბალოტელიმ გოგონას პია დაარქვეს. ამასთან, ფეხბურთელს თავი არ შეუწუხებია სამშობიაროში თავისი შვილის დედის მონახულებით და პირადად დღემდე არ უნახავს პია. მთელი ამ დროის განმავლობაში ის მხოლოდ ჩვილის სურათებს იღებდა ელექტრონული ფოსტით.
მშობიარობის
შეგახსენებთ, რომ მარიო და რაფაელა თითქმის ერთი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს და დაქორწინებასაც კი აპირებდნენ, მაგრამ მოულოდნელად წყვილი დაიშალა.
შემდეგ ბალოტელი ინგლისში "მანჩესტერ სიტიში" სათამაშოდ გადავიდა. სწორედ იქ გაიგო შავკანიანმა იტალიელმა თავისი ყოფილი შეყვარებულის ფეხმძიმობის შესახებ.
თავიდან ფეხბურთელის რეაქცია დადებითი არ ყოფილა და ბალოტელიმ ბავშვის დნმ-ის ანალიზი მოითხოვა.
თუმცა მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა გაიგო, რომ მისი შვილი მალე მოევლინებოდა ამ ქვეყანას, პირობა დადო, რომ მომავალი ბავშვისთვის კარგი მამა იქნებოდა. თავის მხრივ, რაფაელა ასევე აცხადებდა იტალიური პრესის ფურცლებზე, რომ მარიოსგან მზრუნველი მამა დადგებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ცდებოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ რაფაელა ფიკო პრესაში ფიგურირებდა სწორედ იმ გოგონად, რომელიც ადრე თავის ქალიშვილობას ერთ მილიონ ევროდ ყიდიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"