უღირსი მამა - მარიო ბალოტელის საკუთარი გოგონა ერთხელაც არ უნახავს

AutoSharing Option
მოდელმა რაფაელა ფიკომ მკაცრად გააკრიტიკა თავისი ახლად დაბადებული ქალიშვილის, პიას მამა, "მანჩესტერ სიტისა" და იტალიის ნაკრების ფორვარდი მარიო ბალოტელი. მისი თქმით, ფეხბურთელს საერთოდ არ აინტერესებს თავისი შვილი და ერთხელაც კი არ უნახავს ის!

იტალიელმა სუპერმოდელმა და კრისტიანო რონალდოს ყოფილმა შეყვარებულმა დაახლოებით ერთი თვის წინ იმშობიარა.

მან და მარიო ბალოტელიმ გოგონას პია დაარქვეს. ამასთან, ფეხბურთელს თავი არ შეუწუხებია სამშობიაროში თავისი შვილის დედის მონახულებით და პირადად დღემდე არ უნახავს პია. მთელი ამ დროის განმავლობაში ის მხოლოდ ჩვილის სურათებს იღებდა ელექტრონული ფოსტით.

მშობიარობის
შემდეგ პირველი ინტერვიუ რაფაელამ იტალიურ გამოცემა Chi-ს მისცა. ფიკო მკაცრად აკრიტიკებს თავისი ქალიშვილის უპასუხისმგებლო მამას: "ყოველთვის ვიცოდი, რომ მარიოს ნდობა არ შეიძლებოდა. ის უპასუხისმგებლო ადამიანია. მაგრამ ახლა ჩემმა მოთმინებამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია".

შეგახსენებთ, რომ მარიო და რაფაელა თითქმის ერთი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს და დაქორწინებასაც კი აპირებდნენ, მაგრამ მოულოდნელად წყვილი დაიშალა.

შემდეგ ბალოტელი ინგლისში "მანჩესტერ სიტიში" სათამაშოდ გადავიდა. სწორედ იქ გაიგო შავკანიანმა იტალიელმა თავისი ყოფილი შეყვარებულის ფეხმძიმობის შესახებ.

თავიდან ფეხბურთელის რეაქცია დადებითი არ ყოფილა და ბალოტელიმ ბავშვის დნმ-ის ანალიზი მოითხოვა.

თუმცა მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა გაიგო, რომ მისი შვილი მალე მოევლინებოდა ამ ქვეყანას, პირობა დადო, რომ მომავალი ბავშვისთვის კარგი მამა იქნებოდა. თავის მხრივ, რაფაელა ასევე აცხადებდა იტალიური პრესის ფურცლებზე, რომ მარიოსგან მზრუნველი მამა დადგებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ცდებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ რაფაელა ფიკო პრესაში ფიგურირებდა სწორედ იმ გოგონად, რომელიც ადრე თავის ქალიშვილობას ერთ მილიონ ევროდ ყიდიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული