ინგლისის ჩემპიონატის მე-19 ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ნიუკასლმა" ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლი დადგეს და ჯამში შვიდი გოლი გაიტანეს.
"კაჭკაჭები" სამჯერ გავიდნენ ანგარიშში წინ, თუმცა "წითელმა ეშმაკებმა" სამივეჯერ შეძლეს გათანაბრება, გამარჯვება კი მექსიკელი ფორვარდის ხავიერ ერნანდესის 90-ე წუთზე გატანილი გოლით შეძლეს.
Video
მანჩესტერ იუნაიტედი - ნიუკასლი 4:3
მანჩესტერ იუნაიტედი - ნიუკასლი 4:3
ამ გამარჯვებამ ფერგიუსონის გუნდს მდევარ "მანჩესტერ სიტისთან" უპირატესობის შვიდ ქულამდე გაზრდა შეაძლებინა.
"კიდევ ერთხელ გამოვავლინეთ სულის სიძლიერე. "ნიუკასლის" მესამე გოლი ალიყურივით
სამჯერ აღმოვჩნდით მდევრის როლში, მაგრამ სამივეჯერ გავათანაბრეთ, ბოლოს კი სულაც გამარჯვებისა გავიტანეთ", - აქვეყნებს ფერგიუსონის სიტყვებს Sky Sports.
"რაც შეეხება "ნიუკასლის" მეორე გოლს, მსაჯმა თავიდან სწორად დააფიქსირა თამაშგარე. სისე თამაშგარეში იყო და ხელს უშლიდა ევანსს ბურთის გამოტანაში. ეგ თუ არა, აბა სხვა რაღაა თამაშში მონაწილეობა?" - დასძინა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.
ინგლისის ჩემპიონატის მომავალ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ვესტ ბრომვიჩს" მიიღებს.
ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XIX ტური: "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩვეულ ამპლუაში [VIDEO]