ალექს ფერგიუსონი: ბევრ გოლს ვიტანთ და ხალხსაც სწორედ ეს უნდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" 1 იანვარს, ინგლისის ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრაში სტუმრად "უიგანი" გაანადგურა.

სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა მასპინძლებს შანსი არ დაუტოვეს და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს.

შეხვედრაში დუბლის შესრულებით თავი ჩიჩარიტომ და რობინ ვან პერსიმ გამოიჩინეს. ამ ლამაზი გამარჯვებით კი "მანჩესტერ იუნაიტედმა", გარდა იმისა, რომ პრემიერლიგაში ლიდერობა შეინარჩუნა, თავის დამრიგებელს - ალექს ფერგიუსონს იუბილე მიულოცა. წინა დღეს, 31 დეკემბერს, შოტლანდიელმა სპეციალისტმა თავისი 71-ე დაბადების დღე აღნიშნა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა თავისი გუნდი შემტევი ფეხბურთის ჩვენებისთვის შეაქო და ის დროც გაიხსენა, როდესაც
მისი შეგირდები საკუთარ კარში თითზე ჩამოსათვლელ გოლებს უშვებდნენ.

"ჩვენ ბევრ გოლს ვიტანთ და გულშემატკივრებსაც სწორედ ეს მოსწონთ. სატელევიზიო ტრანსლაციის თვალსაზრისით, გინდ ამერიკაში და გინდ ავსტრალიაში, მაყურებელი უარს არ იტყოდა კიდევ ერთი მატჩის ნახვაზე, რომელიც 4:3 დასრულდება.

მეტოქეები განსაკუთრებულად განეწყობიან ხოლმე "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ და ამის გამო თამაშის ასეთ შედეგს ვიღებთ",
- აქვეყნებს ფერგიუსონის სიტყვებს goal.com.

"ჩვენი გუნდი მოედანზე გამუდმებით წინ მიიწევს და ამიტომაც დაცვაში ხვრელები ჩნდება ხოლმე.

იყო ერთი სეზონი, როდესაც ჩემპიონატის ბოლო მატჩამდე მხოლოდ 17 გაშვებული გოლით მივედით. უკანასკნელ შეხვედრაში შმეიხელს ერთი - სეზონში მე-18 გოლი გაუტანეს და მაშინ პეტერი ძალიან დაღონებული იყო.

ამ დროისთვის ჩვენ უკვე გაშვებული გვაქვს 28 გოლი და კალენდარში ჯერ ახალი წელია!"
- დასძინა "იუნაიტედის" თავკაცმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული