"ამ თამაშში ფრეზე უკეთეს შედეგს არ ვიმსახურებდით. დამაღონა იმან, რომ მეტოქის კართან ღირებული, პრაქტიკულად, არაფერი შეგვიქმნია მაშინ, როცა ცოტა ხნის წინ "რედინგს" ხუთი გოლი გავუტანეთ, "ნიუკასლს" კი - შვიდი.
შესაძლოა, ფეხბურთელებს ეგონათ, რომ ამჯერადაც ისევე იოლად შეყრიდნენ გოლებს. ასე რომ, ამ შედეგის მიზეზები უფრო ფსიქოლოგიური მგონია", - აქვეყნებს ვენგერის სიტყვებს "არსენალის" ოფიციალური ვებგვერდი.
ფრანგმა სპეციალისტმა ასევე
"ამ დროისთვის ანრის თაობაზე რაიმე სიახლე არ არის, თუმცა იანვარში ვიაქტიურებთ და გაძლიერების ვარიანტებს მოვიძიებთ", - თქვა ვენგერმა.
21-ე ტურის შემდეგ "არსენალი" 34 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა. 6 იანვარს ლონდონური კლუბი ინგლისის თასზე "სუონსის" დაუპირისპირდება.