არსენ ვენგერი: "არსენალი" ფრეზე მეტს არ იმსახურებდა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურში, სტუმრად "საუთჰემპტონთან" ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი გამარჯვებას არ იმსახურებდა.

"ამ თამაშში ფრეზე უკეთეს შედეგს არ ვიმსახურებდით. დამაღონა იმან, რომ მეტოქის კართან ღირებული, პრაქტიკულად, არაფერი შეგვიქმნია მაშინ, როცა ცოტა ხნის წინ "რედინგს" ხუთი გოლი გავუტანეთ, "ნიუკასლს" კი - შვიდი.

შესაძლოა, ფეხბურთელებს ეგონათ, რომ ამჯერადაც ისევე იოლად შეყრიდნენ გოლებს. ასე რომ, ამ შედეგის მიზეზები უფრო ფსიქოლოგიური მგონია",
- აქვეყნებს ვენგერის სიტყვებს "არსენალის" ოფიციალური ვებგვერდი.

ფრანგმა სპეციალისტმა ასევე
აღნიშნა, რომ "მეთოფეები" ზამთრის სანტრანსფერო ფანჯრის დროს შემადგენლობის გაძლიერებაზე იზრუნებენ, მათ შორის, ტიერი ანრის დამატებაზე.

"ამ დროისთვის ანრის თაობაზე რაიმე სიახლე არ არის, თუმცა იანვარში ვიაქტიურებთ და გაძლიერების ვარიანტებს მოვიძიებთ", - თქვა ვენგერმა.

21-ე ტურის შემდეგ "არსენალი" 34 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა. 6 იანვარს ლონდონური კლუბი ინგლისის თასზე "სუონსის" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული