სტივენ ჯერარდი: დანიელ სტარიჯს თავის გამართლების საშუალება არ მიეცემა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ჰავბეკი და კაპიტანი გუნდის ახალწვეულ დანიელ სტარიჯზე გარკვეულ ზეწოლას ანხორციელებს.

ადრე მერსისაიდელთა დამრიგებელმა ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ სტარიჯს ბოლო შანსი აქვს, რომ დიად კლუბში თავი გამოიჩინოს. მსგავსი რამ ახლა უკვე ჯერარდმაც თქვა.

"ის ამბობდა, რომ დიად გუნდში უნდოდა თამაში. ახლა მას თავის მართლების საშუალება არ ექნება, რადგან ის დიად კლუბში მოხვდა კარგ თანაგუნდელებთან.

დანიელს კლასი გააჩნია და მე ეს ვიცი, რადგან მისი თამაში მაქვს ნანახი",
- თქვა ჯერარდმა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
"ლივერპულმა" დანიელ სტარიჯი წარადგინა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული