რობერტო მანჩინი: მოთმინება ორი წამით დავკარგე, ხდება ხოლმე...

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ კომენტარი გააკეთა კონფლიქტზე, რომელიც მას და გუნდის თავდამსხმელ მარიო ბალოტელის შორის 3 იანვარს ვარჯიშზე მოხდა.

"მინდოდა, რომ მას მოედანი დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც თავისი თანაგუნდელის წინააღმდეგ გააკეთა. ეს ჩვენთვის კარგი არაა, მაგრამ ვითარება იყო ასეთი.

გაინტერესებთ, დავკარგე თუ არა
მოთმინება ბალოტელისთან მიმართებაში? არა. მდგომარეობიდან მხოლოდ ორი წამით გამოვედი. სამი-ოთხი წამის შემდეგ კი ყველაფერმა გადამიარა.

მას მოედნიდან გასვლა არ სურდა. ჩხუბი ნამდვილად არ ყოფილა. მომხდარი კი აზრს არ შემაცვლევინებს. ასეთები ხდება ხოლმე",
- თქვა მანჩინიმ.

ასევე იხილეთ:

მარიო ბალოტელიმ და რობერტო მანჩინიმ ვარჯიშზე იჩხუბეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული