მარიო მინდვრის კიდეზე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, როცა მანჩინიმ მას გუნდთან შეერთება და ორმხრივ სპარინგში მონაწილეობა დაავალა. მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა ორკარა გრძელდებოდა, ერთადერთი რასაც მანჩინი აკეთებდა, ეს ბალოტელისთვის შენიშვნების მიცემა გახლდათ.
მწვრთნელი ფეხბურთელს ინგლისურ და იტალიურ ენებზე აძლევდა დარიგებებს. ერთ არცთუ რიგით ეპიზოდში კი, როცა 22 წლის სკანდალისტი სკოტ სინკლერს ზღვარსგადასულად
თვითმხილველების ცნობით, პირველმა სწორედ გუნდის თავკაცმა დაკარგა თავის თავზე კონტროლი, რამაც იტალიელებს შორის კონფლიქტს დაუდო სათავე. დანარჩენი უკვე იცით. ისინი ერთმანეთს ხელით შეეხნენ, თუმცა დანარჩენმა ფეხბურთელებმა მათი გაშველება დროულად მოახერხეს.
"სიტის" თანამშრომელი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა მოისურვა, ჰყვება: "ფეხბურთელებს იმ ყველაფრის დაჯერებაც კი გაუჭირდათ, რაც საკუთარი თვალით იხილეს. მანჩინი ნამდვილ გიჟს დაემსგავსა და მას ბალოტელიც ისეთივე გაოცებული უყურებდა, როგორც დანარჩენები. კონფლიქტს პროვოცირება მწვრთნელმა გაუკეთა,” – აცხადებს ის.
როგორც SkySports წერს, რობერტო მანჩინიმ გადაწყვიტა, რომ მარიო “ქალაქელების” ღირსებას აღარასოდეს დაიცავს.
მან უკვე მიმართა კლუბის ხელმძღვანელობას, ბალოტელის ტრანსფერზე დაყენების მოთხოვნით. იმის გათვალისწინებით, რომ სატრანსფერო ფანჯარა სულ ახლახან გაიხსნა, მანკუნიანელებმა მისი გასხვისება უნდა მოასწრონ.
სხვა შემთხვევაში 22 წლის თავდამსხმელი სეზონის ბოლომდე უთამაშებელი დარჩება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რობერტო მანჩინი: მოთმინება ორი წამით დავკარგე, ხდება ხოლმე...
მარიო ბალოტელიმ და რობერტო მანჩინიმ ვარჯიშზე იჩხუბეს