ანდრე ვილაშ-ბოაში: ხოსეპ გვარდიოლამ საკუთარი ბრენდი შექმნა

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა ხოსეპ გვარდიოლასა და ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა.

"გვარდიოლამ საკუთარი ბრენდი შექმნა - თამაშისადმი პატივისცემა, ლამაზი ფეხბურთი, საკუთარი ფილოსოფია და კულტურა. მან ესპანურ ფეხბურთს დიდი მემკვიდრეობა დაუტოვა.

"ბარსელონას" თამაში ყოველთვის იდეალურია. ისე ჩანს , თითქოს ფეხბურთელები ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს ღებულობენ.

მოურინიოსთან მუშაობა კი ჩემთვის საუკეთესო სკოლა იყო. მან რაღაც თავისებური ჩაამატა ჩემი მუშაობის სტილში",
- თქვა ვილაშ ბოაშმა.

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული