"არ მეგონა, რომ გუნდის ახალწვეული ამდენ გოლს გაიტანდა.
ის საუცხოო რაღაცეებს აკეთებს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "მეცხრე ნომრის" პოზიციაზე არასდროს უთამაშია.
აქამდე ის საყრდენი ნახევარმცველი იყო, რომელიც ხშირად დაცვაში იწევდა.
"ჩელსისთან" მატჩში მას ერთი შანსი ჰქონდა, რომელიც გამოიყენა. ის ტოპ-კლასის თავდამსხმელია, რომლის სანაცვლოდ დიდი ფული უნდა გადაიხადო.
მისი ყიდვა წლის ტრანსფერია. გვიხარია, რომ მსგავსი ფეხბურთელების აღმოჩენა შეგვიძლია", - თქვა ლაუდრუპმა.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით