ჯონ ტერის მუხლი უკვე აღარ აწუხებს

AutoSharing Option
"ჩელსის" 32 წლის კაპიტანმა ჯონ ტერიმ მუხლის მძიმე ტრავმა 11 ნოემბერს "ლივერპულთან" შეხვედრის პირველ ტაიმში მიიღო და მას მერე მკურნალობდა.

"ჩელსიში" ფეხბურთელის გამოჯანმრთელებას ბევრად უფრო ადრე ელოდნენ. რაფა ბენიტესს ვეტერანის მსოფლიოს საკლუბო მუნდიალზე წაყვანის იმედიც კი ჰქონდა დეკემბრის მეორე ნახევარში, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა.

და აი, ტერიმ 10 იანვარს დუბლების შემადგენლობაში 45 გაატარა მოედანზე. მწვრთნელებმა უფრო დიდი ხნით მისი დატვირთვა აღარ გარისკეს.

თუკი რაიმე მოულოდნელობა არ მოხდა, შესაძლოა, ის მომდევნო უქმეებზე "არსენალთან" XXIII ტურის შეხვედრის განაცხადშიც მოხვდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


ასევე იხილეთ:
რასიზმი 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული