არსენ ვენგერი: სესკ ფაბრეგასის "არსენალში" დაბრუნებას არ გამოვრიცხავ

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა არ გამორიცხა, რომ "ბარსელონას" ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი მომავალში შესაძლოა "მეთოფეთა" რიგებს დაუბრუნდეს
.
"არ დავიწყებდი იმის მტკიცებას, რომ ფაბრეგასი "არსენალში" არასდროს დაბრუნდება. ის ნამდვილი "მეთოფეა". მას უყვარს ეს კლუბი და ჩვენს ყოველ მატჩს თვალს ადევნებს.

რა თქმა უნდა მისი ბარსელონა მშობლიური ქალაქია, სადაც ის გაიზარდა. გარდა ამისა მათ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ჰყავთ, ამიტომ მისი წასვლა მოსალოდნელი იყო და ამას შევეგუეთ.

არ ვფიქრობ, რომ სესკი უახლოეს ორ-სამ წელიწადში დაბრუნდება "არსენალში", მაგრამ მომავალში ამას ნამდვილად არ
გამოვრიცხავ.

ნებისმიერ მწვრთნელს სურს, რომ ფეხბურთელები ერთად იზრდებოდნენ და წარმატებასაც ერთად აღწევდნენ. ადრე "არსენალში" ზუსტად ასე ხდებოდა. ვიერა და ანრი გვერდი-გვერდ 8-9 წელი თამაშობდნენ.

ახლა აქ ფეხბურთელის შენარჩუნება უფრო ადვილია თუ ის ბრიტანელია.

ფაბრეგასი მსოფლიოს დონის ფეხბურთელია, ხოლო მსგავსი მოთამაშეების პოვნა ძნელია",
- თქვა ვენგერმა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული