დავიდ სილვა: არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავაგოთ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი დავიდ სილვა მიიჩნევს, რომ მარცხის შემთხვევაში შესაძლოა "ქალაქელებმა" ჩემპიონობის შანსი დაკარგონ.

"თუ წავაგეთ, სხვაობა 10 ქულამდე გაიზრდება, რის შემდეგ "მანჩესტერ იუნაი
ტედის" დაწევა ძნელი იქნება.

მაგრამ ბრძოლას თუ გავაგრძელებთ, შესაძლოა, მეტოქეს ფეხი დაუცდეს. "იუნაიტედზე" ზეგავლენა უნდა მოვახდინოთ. მათ უნდა იცოდნენ, რომ თუ ქულები დაკარგეს, ჩვენ აუცილებლად მივუახლოვდებით.

თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავაგოთ, რადგან უფრო შორს აღმოვჩნდებით, მაგრამ ამაზე ფიქრი არ ღირს. ჩემპიონატი ჯერ არ წაგვიგია.

ჩემპიონთა ლიგა? ეს შესაძლოა ჩვენი უპირატესობა გახდეს. "იუნაიტედს" წი
ნ რთული მატჩი ელის
მადრიდის "რეალთან", ჩვენ კი მხოლოდ პრემიერლიგაზე უნდა ვიფიქროთ. ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ",
- თქვა სილვამ.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ინგლისის პრემიერლიგა. XXII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: შეცდომის ფასი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული