"თუ წავაგეთ, სხვაობა 10 ქულამდე გაიზრდება, რის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" დაწევა ძნელი იქნება.
მაგრამ ბრძოლას თუ გავაგრძელებთ, შესაძლოა, მეტოქეს ფეხი დაუცდეს. "იუნაიტედზე" ზეგავლენა უნდა მოვახდინოთ. მათ უნდა იცოდნენ, რომ თუ ქულები დაკარგეს, ჩვენ აუცილებლად მივუახლოვდებით.
თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავაგოთ, რადგან უფრო შორს აღმოვჩნდებით, მაგრამ ამაზე ფიქრი არ ღირს. ჩემპიონატი ჯერ არ წაგვიგია.
ჩემპიონთა ლიგა? ეს შესაძლოა ჩვენი უპირატესობა გახდეს. "იუნაიტედს" წინ რთული მატჩი ელის
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
ინგლისის პრემიერლიგა. XXII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: შეცდომის ფასი