ანდრე ვილაშ ბოაში: "ჩელსიში" ჩემთვის რომ ეცლიათ...

AutoSharing Option
ლონდონური "ტოტენჰემის" პორტუგალიელმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა განაცხადა, რომ "ჩელსიში" მისთვის რომ ეცლიათ, ახლა რომან აბრამოვიჩის კლუბი სულ სხვა იქნებოდა.

"ვფიქრობ, "ჩელსიში" შეეძლოთ, ჩემთვის მუშაობა ეცლიათ და ამით მხოლოდ მოიგებდნენ. მე არასოდეს დავთანხმდებოდი ისეთ სამუშაოს, რომლის ბოლომდე მიყვანის თავიც არ მექნებოდა. თუმცა კარგად ვიცი, რომ უეცარი წარმატების მოპოვება მხოლოდ ერთი გზითაა შესაძლებელი - მწვრთნელის მოხსნით", - განაცხადა 35 წლის პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ვილაშ-ბოაშმა "პორტუს" პორტუგალიის ჩემპიონატი, თასი და ევროპალიგა მოაგებინა, მაშინ ის მხოლოდ 33 წლის იყო. რომან აბრამოვიჩმა პორტუგალიურ
კლუბს მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაუხადა, მაგრამ 2012 წლის მარტში მოხსნა.

ასევე იხილეთ:
ანდრე ვილაშ-ბოაში: ხოსეპ გვარდიოლამ საკუთარი ბრენდი შექმნა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული