"არ მგონია, რომ პრემიერლიგის მოგება შეგვიძლია, მაგრამ ინგლისის ლიგის თასზე, ევროპის ლიგაზე და ინგლისის თასზე წარმატების მიღწევის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს.
უბრალოდ გუნდს იმის თავდაჯერება უნდა დავუბრუნო, რომ მათ ნებისმიერი კოლექტივის დამარცხება შეუძლიათ. როცა ამის გჯერა, მაშინ შდეგიც ადვილად მოდის.
გუნდის შემადგენლობა პრაქტიკულად ოპტიმალურია. ჯონ ტერი და ფრენკ ლემპარდი უკვე გამოჯანმრთელდნენ. ახლა სტაბილური თამაში უნდა ვანახოთ", - თქვა ბენიტესმა.
შეგახსენებთ,
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXIII ტურის წინ: საშინაო გამოცდა "ტოტენჰემისთვის"