თითო გოლი გაიტანეს ლუის სუარესმა და დენიელ სტარიჯმა, რომლებიც ჩემპიონატში პირველად თამაშობდნენ სასტარტო შემადგენლობაში ერთად და შესანიშნავი წყვილიც შექმნეს.
თითო გოლი ჯორდან ჰენდერსონისა და კაპიტან სტივენ ჯერარდის ანგარიშზეა. ბოლოს ნორვიჩელმა რაიენ ბენეტმა საკუთარი კარი დალაშქრა.
"ლივერპულს" 23 თამაშში 34 ქულა დაუგროვდა. დენიელ სტარიჯი რეი კენედის (1974 წ) მერე პირველი ლივერპულელია, რომელმაც პირველ სამ შეხვედრაში გოლი გაიტანა.
ბრენდად როჯერსი (ლივერპული): "დენიელი მოვიდა და სამ არასრულ მატჩში სამი გოლი გაიტანა.
დენიელ სტარიჯი (ლივერპული): "მინდა ღმერთს მადლობა გადავუხადო, რომ მომეცა შანსი "ლივერპულის" მაისურით თამაშის. ძალიან მაგარია, როცა აქ თამაშობ, "ლივერპული" ხომ მსოფლიო კლასის გუნდია".
Video
ლივერპული - ნორვიჩი 5:0
ლივერპული - ნორვიჩი 5:0
ასევე იხილეთ:
დენიელ სტარიჯი - დაკარგული ღიმილის ძიებაში