ბრენდან როჯერსი: სუარესის და სტარიჯის დიდებული დუეტი, ბრწყინვალე სტივი ჯი და გუნდური თამაში [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურში "ლივერპულმა" ქვა-ქვაზე არ დატოვა "ნორვიჩ სიტისგან" - 5:0.

თითო გოლი გაიტანეს ლუის სუარესმა და დენიელ სტარიჯმა, რომლებიც ჩემპიონატში პირველად თამაშობდნენ სასტარტო შემადგენლობაში ერთად და შესანიშნავი წყვილიც შექმნეს.

თითო გოლი ჯორდან ჰენდერსონისა და კაპიტან სტივენ ჯერარდის ანგარიშზეა. ბოლოს ნორვიჩელმა რაიენ ბენეტმა საკუთარი კარი დალაშქრა.

"ლივერპულს" 23 თამაშში 34 ქულა დაუგროვდა. დენიელ სტარიჯი რეი კენედის (1974 წ) მერე პირველი ლივერპულელია, რომელმაც პირველ სამ შეხვედრაში გოლი გაიტანა.

ბრენდად როჯერსი (ლივერპული): "დენიელი მოვიდა და სამ არასრულ მატჩში სამი გოლი გაიტანა.
მან გააკეთა ყველაფერი, რისი იმედიც გვქონდა, როცა თვალი დავადგით. სტარიჯის დღევანდელი გოლი ნათელი მაგალითია, რატომ ავიყვანეთ, ის ხომ ნამდვილი გოლეადორია. სუარესმა და სტარიჯმა ერთმანეთში დიდებული დუეტი შექმნეს. ბრწყინვალე იყო სტივენ ჯერარდი, თუმცა მაინც მთავარი გუნდური შემართება იყო".

დენიელ სტარიჯი (ლივერპული): "მინდა ღმერთს მადლობა გადავუხადო, რომ მომეცა შანსი "ლივერპულის" მაისურით თამაშის. ძალიან მაგარია, როცა აქ თამაშობ, "ლივერპული" ხომ მსოფლიო კლასის გუნდია".


VideoSportall.Ge
ლივერპული - ნორვიჩი 5:0


ასევე იხილეთ:
დენიელ სტარიჯი - დაკარგული ღიმილის ძიებაში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული