ჩრდილოლონდონელებს სხვა გზა არც ჰქონდათ, რადგან ტაბლოიდმა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინა, რომელიც გასახდელის კედელზე იყო გაკრული და სადაც ამა თუ იმ ქმედებისთვის ჯარიმების შესაბამისი სანქცია იყო მითითებული. რაც ყველაზე უცნაურია, ვენგერის "ბრძანებით", ფეხბურთელებს ჯარიმა ნაღდი ფულით უნდა გადაეხადათ და პერ მერტეზაკერისთვის ჩაებარებინათ. გაითვალისწინეთ, რომ დროის გადაცილების შემთხვევაში, თანხა ორმაგდება. "რატომ მერტეზაკერი? იმიტომ, რომ გერმანელები ის ხალხია, რომლებიც ყველანაირ ფულს აკეთებენ," - განუცხადა
“გავრცელებული ფოტო ნამდვილია. როგორც დავადგინეთ, ის ჩვენი თანამშრომლის მეგობარმა გადაიღო, რომელიც ბაზაზე კერძო ვიზიტით გვესტუმრა. საპასუხოდ ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ვიზიტის პროცედურებს გადავხედოთ,” – ნათქვამია “არსენალის” პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ახლა კი გთავაზობთ ჯარიმების ნუსხას კლებადობის მიხედვით:
1000 ფუნტი – განაცხადში ვერმოხვედრილი ფეხბურთელის საშინაო მატჩებზე არდასწრება.
500 – 15 წუთზე მეტით ვარჯიშზე ან სამედიცინო კაბინეტში დაგვიანება; გასვლით თამაშზე გამგზავრების წინ ტრანსპორტზე დაგვიანება; სატელეფონო ზარები ბაზიდან (sms-ები ნებადართულია); კომერციულ ღონისძიებებზე გამოუცხადებლობა.
250 – ვარჯიშზე ან მასაჟზე დაგვიანება; თამაშის დღეს შეკრებაზე ან სადილზე დაგვიანება;
200 – ორი კვირის განმავლობაში შარდის ანალიზის ჩაუბარებლობა.
100 – არასწორი ფორმა თამაშის დღეს; გასახდელს მიღმა მიუღებელი ტანსაცმლით გასვლა; ქუჩის ფეხსაცმლის შეტანა გასახდელში; ტელეფონის, ნოუთბუქის ან გაზეთის სამედიცინო კაბინეტში შეტანა; გაზეთის შეტანა გასახდელში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"არსენალი" უფსკრულის პირას