დაუნინგი "ლივერპულში" 2011 წელს გადავიდა, მაგრამ თამაშის მხრივ ამ ბოლო დრომდე არ ბრწყინავდა.
"შეიძლება ითქვას, რომ ახლა მაღალ დონეზე ვთამაშობ. პირველი სეზონი ჩემთვის კარგი ნამდვილად არ იყო.
გუნდისთვის სარგებელი არ მომქონდა და ხშირად ვიღებდი ტრავმებს, მაგრამ ამ წელს უფრო ძლიერი გავხდი და ვფიქრობ, კარგად ვთამაშობ.
ჩემი კარგად გამოსვლა იმას უკავშირდება, რომ მთლიანად გუნდი თამაშობს კარგად", - თქვა დაუნინგმა.
მიმდინარე სეზონში დაუნინგმა 27 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლი გაიტანა.