"ჩელსი", დავიდ ლუისისა და აზარის გარეშე

AutoSharing Option
მაგრამ ახლა უკვე კაპიტანთან ერთად

"დეილი მეილის" ინფორმაციით, "ჩელსის" 25 წლის ცენტრალურმა მცველმა დავიდ ლუისმა "სუონსისთან" ლიგის თასის 1/2-ფინალურ შეხვედრაში (ბრაზილიელი შეცვლაზე შევიდა) ბარძაყის კუნთი სერიოზულად დაიზიანა, რის გამოც გუნდს უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

საბედნიეროდ, ჯონ ტერი უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და ლონდონელებს უკვე შეუძლიათ თავიანთი კაპიტნის იმედად ყოფნა. შეგახსენებთ იმასაც, რომ დავიდ ლუისმა "არსენალთან" ბოლო ტურის შეხვედრაც გამოტოვა, ოღონდ მაშინ ის დაშავებულ მუხლს მკურნალობდა.

აზარი სამ თამაშს გამოტოვებს
"სუონსისთან" ლიგის თასზე ედენ აზარსა და "ლიბერთი სტედიუმის" მომსახურე
ბიჭს შორის მომხდარ სკანდალზე გუშინდელ ნომერში მოზრდილი მასალა შემოგთავაზეთ.

მხოლოდ შეგახსენებთ, რომ "ჩე¬ლსის" ფეხბურთელმა ჩარლი მორგანს ბურთის წართმევა დაუპირა და გემოზეც მოსდო. როგორც სპორტული ვებგვერდები წერენ, საფეხბურთო ასოციაციამ საქმე უკვე გამოიძია. ორგანიზაციაში გაითვალისწინეს, რომ მხარეები შერიგდნენ, ერთმანეთს ბოდიში მოუხადეს და აქედან გამომდინარე ბელგიელს 3-თამაშიანი დისკვალიფიკაცია აკმარეს. ინფორმაციას ასოციაციის პრესსამსახური ამ დღეებში ოფიციალურად დაადასტურებს.

ფეხბურთელის საქციელი დაგმო ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამაც. აი, რა განაცხადა ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა სტივენ მარტინსმა:

"ასეთი რამ მხოლოდ განერვიულებულმა ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს, მაგრამ პროფესიონალი ფეხბურთელი ვალდებულია, საკუთარი თავი აკონტროლოს, მით უფრო მოთოკოს ნეგატიური ემოციები, რადგან მსგავს საქციელს შეიძლება უმძიმესი შედეგები მოჰყვეს. აზარის გამო ძალიან ვნერვიულობთ, რადგან ის ჩვენი ეროვნული ნაკრების განუყოფელი ნაწილია. გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში მსგავსი აღარაფერი განმეორდება. იმედია, ეს შეცდომა ფეხბურთელისთვის კარგი გაკვეთილი იქნება".

მეორე დღეა, ჩარლი მორგანი "ტვიტერის" "ვარსკვლავად" იქცა. 17 წლის ბიჭი საყოველთაო ყურადღების ქვეშ მოექცა. მის საქციელს უმრავლესობა არ ამართლებს, მაგრამ არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მას უხამსი სიტყვებით ამკობენ.

ერთ-ერთი, ვინც ვაჟბატონის შეურაცხყოფას არ მოერიდა, ეშლი კოულის დედა სიუ კოული აღმოჩნდა. მართალია, მან საკუთარი ნაწერი (f***ing little s***) მალე წაშალა, მაგრამ ბუნებრივია, ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

ჟურნალისტები მისის კოულს დაუკავშირ¬დ¬ნ¬ენ და ჰკითხეს, თუ ვის ეხებოდა ეს ფრაზა. "ეს ღრმად პირადულია. რა თქმა უნდა, სულაც არ მიგუ¬ლ¬¬ი¬ს¬ხ¬მ¬ია ამ თამაშის ერთ-ერთი "გმირი". ის ჩემს მეგობრებზე დაწერე," – აი, ასეთი ხუმრობანარევი პასუხი გასცა ქალბატონმა კოულმა ჩვენს ინგლისელ კოლეგებს.

ის არ იყო ერთადერთი, ვინც მორგანი უდიერად მოიხსენია.

"აზარმა ბურთს მხოლოდ ფეხის წვერი მიჰკრა. და საერთოდ, რატომ არავინ კითხულობს, თუ რატომ იწვა ეს ბიჭი ბურთზე? ფეხბურთელის იმედგაცრუება გასაგებია, ცდილობ ბურთის თამაშში დაბრუნებას და ვიღაც იდიოტი ამის უფლებას არ გაძლევს. ის ჯერ კიდევ თამაშამდე წერდა, რომ დროის გაყვანის ოსტატია. მსგავსი რამ კი პირადად გულს მირევს," – განუცხადა "დეილი მირორს" "ქუინზ პარკის" მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ედენ აზარი მკაცრად დაისჯება?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული