ბრენდან როჯერსი: სტივენ ჯერარდის კონტრაქტს აუცილებლად გავახანგრძლივებთ

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ არ აპირებს, სტივენ ჯერარდთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება გადადოს.

სპეციალისტის თქმით, ხელშეკრულების საკითხი სეზონის დასრულებამდე მოგვარდება.

"მე და სტივენმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არაერთხელ ვილაპარაკეთ. ჯერჯერობით ვერაფერს მივაღწიეთ.

ამჟამად ფეხბურთელი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ დაეხმაროს გუნდს.

ეჭვი არ მეპარება, რომ სეზონის ბოლომდე ამ თემასთან დაკავშირებით ყველა საკითხი მოგვარდება.

სტივენის მოქმედი კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე გრძელდება. თავად ფეხბურთელი მშობლიურ კლუბში კარიერის გაგრძელების წინააღმდეგი არაა",
- თქვა როჯერსმა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული