სპეციალისტის თქმით, ხელშეკრულების საკითხი სეზონის დასრულებამდე მოგვარდება.
"მე და სტივენმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არაერთხელ ვილაპარაკეთ. ჯერჯერობით ვერაფერს მივაღწიეთ.
ამჟამად ფეხბურთელი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ დაეხმაროს გუნდს.
ეჭვი არ მეპარება, რომ სეზონის ბოლომდე ამ თემასთან დაკავშირებით ყველა საკითხი მოგვარდება.
სტივენის მოქმედი კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე გრძელდება. თავად ფეხბურთელი მშობლიურ კლუბში კარიერის გაგრძელების წინააღმდეგი არაა", - თქვა როჯერსმა.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით