ამ ინფორმაციას უეფას ოფიციალური საიტი აქვეყნებს, ესპანელს ლონდონელებმა მრავალწლიანი კონტრაქტი დაუდეს.
1 თებერვალს ნაჩო მონრეალი ესპანეთის ნაკრებში გამოიძახა, რომელიც 6 თებერვალს ამხანაგურ მატჩში (ყატარში) ურუგვაის ნაკრებს შეხვდება.
იგნასიო "ნაჩო" მონრეალ ერასო ნავარაშია დაბადებული, ბასკის პირველი გუნდიც "ოსასუნა" იყო, საიდანაც ის 2011 წელს "მალაგაში" გადავიდა. ესპანეთის ნაკრებში მას 7 მატჩი აქვს გამართული. "არსენალში" მას თანამემამულე სანტი კასორლა ელის.
ასევე იხილეთ:
ვილიანი 35