"არსენალს" ესპანელი ნაჩო მონრეალი 10 მილიონი ევრო დაუჯდა

AutoSharing Option
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში "მალაგადან" ლონდონის "არსენალში" გადასული 26 წლის ნაჩო მონრეალი არსენ ვენგერის გუნდს 10 მილიონი ევრო დაუჯდა.

ამ ინფორმაციას უეფას ოფიციალური საიტი აქვეყნებს, ესპანელს ლონდონელებმა მრავალწლიანი კონტრაქტი დაუდეს.

1 თებერვალს ნაჩო მონრეალი ესპანეთის ნაკრებში გამოიძახა, რომელიც 6 თებერვალს ამხანაგურ მატჩში (ყატარში) ურუგვაის ნაკრებს შეხვდება.

იგნასიო "ნაჩო" მონრეალ ერასო ნავარაშია დაბადებული, ბასკის პირველი გუნდიც "ოსასუნა" იყო, საიდანაც ის 2011 წელს "მალაგაში" გადავიდა. ესპანეთის ნაკრებში მას 7 მატჩი აქვს გამართული. "არსენალში" მას თანამემამულე სანტი კასორლა ელის.

ასევე იხილეთ:
ვილიანი 35
მილიონ ევროდ "შახტარიდან" - "ანჟიში", ნაჩო მონრეალი - "არსენალში", ფერნანდო გაგო - სამშობლოში და სხვა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს კი არსენ მაგრამ ინგლისში მოთამაშე ფეხბურთელის გეყიდა ვინ უკვე შეჩვეულია პრემიერ ლიგას!
egnate
22:09 01-02-2013
0

სიახლეები პოპულარული