ინგლისის ნაკრები: ჰოჯსონმა ინგლისს უხმო

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების 65 წლის მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა 6 თებერვალს ბრაზილიის ნაკრებთან "უემბლიზე" გასამართი შეხვედრისთვის 24 ფეხბურთელს უხმო.

მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონებთან შეხვედრა ექსპერიმენტებისთვის ნამდვილად არ გამოდგება. შესაბამისად, შემადგენლობაში მოულოდნელობა არაფერია. მართალია, 21-წლამდელების მთავარ მწვრთნელ სტიუარტ პირსს ჯეკ უილშირის მიწვევა სურდა, მაგრამ ჰოჯსონმა მისი თხოვნა არ შეისმინა და არსენალელს პირველ გუნდში უხმო.

მეკარეები: ჯეკ ბატლენდი (ბირმინგემი), ჯო ჰარტი (მანჩესტერ სიტი)

მცველები: ლეიტონ ბეინსი, ფილ იაგიელკა (ევერტონი), გარი კეჰილი, ეშლი კოული (ჩელსი), გლენ ჯონსონი (ლივერპული), ჯოლეონ ლესკოტი (მანჩესტერ სიტი), კრის სმოლინგი (მანჩესტერ
იუნაიტედი), კაილ უოლკერი (ტოტენჰემი)

ნახევარმცველები: მაიკლ კერიკი, ტომ კლევერლი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯეიმ მილნერი (მანჩესტერ სიტი), სტივენ ჯერარდი (ლივერპული), ფრენკ ლამპარდი (ჩელსი), აარონ ლენონი (ტოტენჰემი), ლეონ ოსმანი (ევერტონი), ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჯეკ უილშირი (არსენალი)

თავდამსხმელები: ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი), უეინ რუნი, დენი უელბეკი (მანჩესტერ იუნაიტედი), დენიელ სტარიჯი (ლივერპული), თეო უოლკოტი (არსენალი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრების ახალი ფორმა წარადგინა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული