ჯო ჰარტი: შანსის გამოყენება უშუალოდ "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრაში შეგვიძლია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მეკარე ჯო ჰარტი მიიჩნევს, რომ მის გუნდს შეუძლია "მანჩესტერ იუნაიტედთან" ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ჩამორჩენის გაბათილება. საამისოდ კი, პირველ რიგში, ცხრილის ლიდერთან უშუალო მატჩში გამარჯვება მართებს.

ამ დროისთვის "სიტი" პრემიერლიგაში მეორე პოზიციაზეა და "წითელ ეშმაკებს" ცხრა ქულით ჩამორჩება. გასულ უქმეებზე ინგლისის მოქმედმა ჩემპიონებმა ქულები "ლივერპულთან" საშინაო შეხვედრაში დაკარგეს.

"ჩვენ ყველა ვგრძნობთ, რომ შეგვწევს ძალა, დავეწიოთ "მანჩესტერ იუნაიტედს". ყველაფერი ჩვენ ხელთაა.

რთულ ვითარებაში თავი თავადვე ჩავიგდეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია და ასეთები ხდება.

რა თქმა უნდა, "იუნაიტედის" ფეხბურთელები შემართულნი არიან,
რადგან ბრწყინვალე პერსპექტივა აქვთ მიზნის მისაღწევად, თუმცა ჩვენც შეგვიძლია საკუთარი შანსის გამოყენება მათთან უშუალო დაპირისპირებაში",
- თქვა ჰარტმა.

ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXV ტურის შეჯამება და სიმბოლური: ფინიშის კონტურებიც გამოჩნდა
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაუმარჯოს სიტის
giga12
20:58 05-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული