ინგლისის ნაკრები: რიო ფერდინანდი მზადაა, ნაკრებში დაბრუნდეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" 34 წლის ცენტრალური მცველი რიო ფერდინანდი მზადაა, დაბრუნდეს ინგლისის ნაკრებში, თუკი როი ჰოჯსონს მისი სამსახური დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო კაპელოს გადადგომის შემდეგ რიო ნაკრებში აღარ მიუწვევიათ. უკანასკნელად "სამი ლომის" ღირსება ვეტერანმა 2011 წლის 4 ივნისს დაიცვა შვეიცარიის წინააღმდეგ. ჰოჯსონმა ის ევრო 2012-ის მიღმა დატოვა - მირჩევნია, გუნდში ფილ ჯონსი მყავდეს, ვისაც რიოსგან განსხვავებით, რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაშიო. თუმცა ფერდინანდზე უარის თქმის ჭეშმარიტი მიზეზი ყველამ ვიცით: კონფლიქტი მასა და ჯონ ტერის შორის.

თუმცა უკანასკნელი ნაკრებიდან თავისი ინიციატივით წავიდა. შესაბამისად,
რიოს ეროვნულ გუნდში დაბრუნების იმედი მიეცა. ფერდინანდი ბრაზილიის წინააღმდეგ რომ არ იქნება, ისედაც გასაგებია. გაითვალისწინებს თუ არა ჰოჯსონი ვარსკვლავის თხოვნას, ამას მომავალში ვნახავთ.

"სხვების მსგავსად, ჩემი ქვეყნის ნაკრებში თამაში მეც მიყვარს. თუკი საშუალება მომეცემა, სიამოვნებით ჩავალაგებ ჩანთას და შეკრებაზე გამოვცხადდები," – განაცხადა ფეხბურთელმა. კუნძულელებს 2013 წელს, "პენტაკამპეონების" გარდა, 11 შეხვედრა ელით - 6 მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში და 5 ამხანაგური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისის ნაკრები: ჰოჯსონმა ინგლისს უხმო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული