კარა "ლივერპულის" ნამდვილი ლეგენდაა. მისი დებიუტი მშობლიურ კლუბში 1997 წელს შედგა. ჯეიმი კლუბის ისტორიაში მეორე ადგილზეა ჩატარებული თამაშების რაოდენობით (723), პირველადგილოსან იან კალაჰანს ის მთელი 134 თამაშით ჩამორჩება. დებიუტის შემდეგ კარაგერი ბევრი ღირსშესანიშნავი ამბის მომსწრე გახდა. მისი დამსახურებებისთვის ჩვენ მხოლოდ
1997/98 სეზონის ბოლოს კარაგერი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა.
1999 - 28 აპრილს უნგრეთთან მას დებიუტი ჰქონდა ეროვნულ ნაკრებში.
2001 - ჯეიმის ანგარიშზეა უეფას, ასოციაციისა და ლიგის თასები; ამას გარდა, იმარჯვა ინგლისის სუპერთასზეც.
2004-იდან მოყოლებული, რაფა ბენიტესის თხოვნით, კარა ცენტრალურ მცველად იწყებს თამაშს.
2005 - ის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ხდება.
2006 - კიდევ ერთი გამარჯვება ასოციაციის თასზე.
2007 - მარცხდება ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ამავე წელს წყვეტს სანაკრებო კარიერას.
2008 – ითამაშა მე-500 თამაში "ლივერპულის" მაისურით.
2010 – ბრუნდება ეროვნულ გუნდში და მიემგზავრება სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატზე სათამაშოდ.
2012 – იმარჯვებს ლიგის თასის გათამაშებაში.
2013 – საფეხბურთო კარიერის დასასრული...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჯეიმი კარაგერმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა