"დეზების" მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში ფიქრობს, რომ ბეილის გუნდში დარჩენა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შემდეგ გახდება შესაძლებელი.
ბეილს აქტიურად აკვირდებიან ესპანეთის ჩემპიონები და ზაფხულში ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთავაზებას მოამზადებენ.
თავად ბეილმა კი უკვე აღიარა, რომ საკუთარი ძალების გამოცდა ესპანეთში სურს, თუმცა "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობას მცველის გაშვება კატეგორიულად არ სურს.
მომზადებულია Guardian-ის მიხედვით