პრემიერლიგა. XXVI ტურის წინ: შოტლანდიელების თეატრი

AutoSharing Option
ლიდერების მისია
ტურს ჩემპიონთა ლიგის საგზურის შარშანდელი პრეტენდენტები "ტოტენჰემი" და "ნიუკასლი" გახსნიან.

განსხვავება მათ შორის ის არის, ლონდონელები წელს ამ მიზანთან უფრო ახლოს დგანან, ვიდრე შარშან იყვნენ, ტაინსაიდელებს კი საქმე ლამის გასავარდნად დაუდგათ.

თუკი ცხრილიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ფავორიტი მასპინძელია, მაგრამ გასული ტურის შემდეგ, როდესაც "კაჭკაჭებმა" "ჩელსი" ყველა კომპონენტში დაჩაგრეს, ასე ხელაღებით რაიმეს მტკიცება უკვე ძალიან ძნელია.

გასათვალისწინებელია "დეზების" პრობლემები თავდასხმაში. გამორიცხულია ჯერმეინ დეფოს თამაში, ემანუელ ადებაიორი კი გადაღლილია და "უაით ჰართ ლეინზე" მისი ხილვა საეჭვოა.

"ჩელსი" დიდი ხანია, კრიზისშია ჩაფლული,
მაგრამ საუკეთესო ფორმაში არც უშუალო კონკურენტები არიან, რისი წყალობითაც "ლურჯები" მესამე ადგილის შენარჩუნებას ახერხებენ. მეორე მხრივ ლონდონელები უკვე 13 ქულით ჩამორჩნენ "მანჩესტერ იუნაიტედს", რადგან უკანასკნელი ქულებს პრაქტიკულად არ კარგავს. ასე რომ, რაფა ბენიტესს ისღა დარჩენია, როგორმე სტატუს-კვო შეინარჩუნოს.

"უიგანს" უკანდასახევი გზა მოჭრილი აქვს, მაგრამ რობერტო მარტინესის გუნდი არ არის ის მეტოქე, ვისი დამარცხებაც შეუძლებელია. თანაც, გაითვალისწინეთ, რომ სტუმარს ლამის ნახევარი გუნდი აკლია.

"არსენალს" ურთულესი დაპირისპირება ელოდება სანდერლენდის "სტედიუმ ოფ ლაითსზე". მარტინ ონილის გუნდის ასპარეზობა ბოლო ხანს იოლი საპროგნოზოა. თუკი მის შედეგებს თვალს გადაავლებთ, აღმოაჩენთ, რომ ზუსტად იმ გუნდებთან იღებს ქულებს, ვისთანაც ამას ელის კიდეც გულშემატკივარი.

"არსენალს" კი პირიქით, როდის გაუვარდება თოფი, ძნელი სათქმელია. კვირიდან კვირამდე კი არა, მას შეუძლია აუტსაიდერივით ითამაშოს პირველ ტაიმში და ჩემპიონივით მეორეში. არსენ ვენგერს სანაკრებო თამაშების შემდეგ პრობლემები მოემატა. გუნდს ტრავმირებულები დაუბრუნდნენ ფრანგები ლორან კოშელნი და ბაკარი სანია.

"საუთჰემპტონი" მოქმედ ჩემპიონ "მანჩესტერ სიტის" დახვდება. მართალია, "წმინდანების" ხელმძღვანელებმა თვის დასაწყისში ცოტა უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს, როცა ნაიჯელ ედკინსი პოსტიდან დაითხოვეს, მაგრამ გუნდი მეტოქეთათვის არც მაურისიო პოჩეტინიოს ხელში ქცეულა სათამაშოდ. ამის დასტურია ბოლო თამაშები "იუნაიტედსა" და "ევერტონთან". ლიდერებს მასთან გასამკლავებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდათ.

დაძაბული თამაში ელის მოქმედ ჩემპიონსაც. "სიტის" შეცდომის უფლება უკვე აღარ დარჩა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემპიონის გვირგვინთან გამოთხოვება ვადაზე ადრე მოუწევს.

ბუკმეიკერები წარმატებას, ცხადია, უფრო "ქალაქელებისგან" ელიან.


სერიები ბრიტანიაზე
ნორვიჩის "კეროუ როუდს" "ფულჰემი" ესტუმრება. აღნიშნული წყვილის დაპირისპირება უქმეებზე ალბათ ყველაზე ნაკლებ ინტერესს იწვევს, რადგან ერთიცა და მეორეც ძალიან ცუდ ფორმაშია.

"ფულჰემს" მოგების შემთხვევაში ერთ-ერთი უკანასკნელი შანსი მიეცემა, რომ ევროპაში გამსვლელი ადგილებისთვის იბრძოლოს.

ჩვენი პროგნოზით, მასპინძელი ბოლოს და ბოლოს გაარღვევს ჩაკეტილ წრეს და გამარჯვებას იზეიმებს.

"რედინგი" ბოლო ერთი თვის განმავლობაში სასწაულებს აკეთებს. ამ პერიოდში პირიქით დაემართა "სტოკ სიტის". ტონი პულისის გუნდის "გადაულახავი" დაცვა უკვე აღარ არის გადაულახავი. შესაბამისად, ისინი ნელ-ნელა უკან იხევენ.

იმ არენაზე, სადაც მიმდინარე სეზონში მასპინძლები ერთადერთხელ დამარცხდნენ, "რედინგს" უნდა გაუჭირდეს ქულის აღება. ჩვენი პროგნოზით, მეტოქეები თავიანთ სერიებს შეწყვეტენ.

ევროპული ტოტალიზატორები "სუონსის" "ქუინზ პარკთან" დაპირისპირებაში აშკარა ფავორიტად ასახელებენ. ჩვენი აზრით, მათი არჩევანი ლოგიკურია, რადგან "გედები" აშკარა აღმავლობის გზას თუ არ ადგანან, მათ არც ის ითქმის, რომ ცუდ ფორმაში არიანო.

უელსელთა ბანაკში იდეალური განწყობაა. კლუბი მთავარ მწვრთნელ მიკაელ ლაუდრუპს შრომას უფასებს და მასთან ხელშეკრულების გაგრძელებას აპირებს. წამყვანი ფეხბურთელები ერთმანეთის მიყოლებით აწერენ ხელს ახალ კონტრაქტებს.

აი, "ქუინზ პარკში" კი პირიქით, თავი ძალიან სტკივათ.

ვილას შანსი და აღრენილი იუნაიტედი
"ასტონ ვილას" ჩემპიონატში გამარჯვება უკვე 8 მატჩია არ ღირსებია, მაგრამ წინა ტურში ბირმინგემელებმა კარგად ითამაშეს, გასვლაზე "ევერტონს" ქულა დასცინცლეს.

იმედია, ისინი ამჯერად შინ კიდევ უფრო კარგად ითამაშებენ. ჩვენი პროგნოზი: პოლ ლამბერტის გუნდს შეუძლია 3 ქულის აღება.

"ევერტონი" "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩადის სათამაშოდ. "ოლდ ტრეფორდზე" მერსისაიდელთა წარმატება წესიდან გამონაკლისად შეგვიძლია ჩავთვალოთ. სწორედ ასეთი გამონაკლისი მოხდა შარშან, როცა "ეშმაკებმა" 2-ბურთიანი ფორა გაანიავეს და თანაქალაქელ "სიტის" ცხრილში პირველი ადგილი დაუთმეს.

სერ ალექს ფერგიუსონსა და მის რაზმს ეს წყენა ცუდად ეხსომებათ, რაც სტუმართა შანსებზე შესაბამისად უნდა აისახოს.

ჩვენი პროგნოზი: "იუნაიტედი" გაიმარჯვებს.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXVI ტური
9 თებერვალი:
ტოტენჰემი-ნიუკასლი 16:45
ტრავმა: სანდრო, ჰადლსტოუნი, კაბული, დეფო – გოსლინგი, ბენ არფა, ვუკჩიჩი, რ. ტეილორი
ბოლო 6 მატჩი
+3=3-0 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 125 თამაში: +54=27-44 (213-186)

ჩელსი-უიგანი 19:00
ტრავმა: რომეუ, ლუისი, ჩეხი, მოზესი, მიკელი – მიაიჩი, უოტსონი, კრუსატი, ალკარასი, რამისი, ბოისი, პოლიტი, კონე
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +13=2-1 (38-10)

ნორვიჩი-ფულჰემი 19:00
ტრავმა: რადი – სიდუელი, დიარა, ფრეი, რიჩარდსონი, ბერბატოვი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +0=2-7 (4-21)

სტოკი-რედინგი 19:00
ტრავმა: უილსონი – მაკარტი, რობერტსი, ჰანტი
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +5=8-13 (22-36)

სანდერლენდი-არსენალი 19:00
ტრავმა: კუელიარი, როუზი, კატერმოული, ბრაუნი – ფაბიანსკი, ჟერვინიო, გიბსი, კოკლენი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 133 თამაში: +45=38-50 (187-208)

სუონსი-ქუინზ პარკი 19:00
ტრავმა: აგუსტინი, ტეილორი, ვორმი – რაიტ-ფილიპსი, ბოსინგვა, ჯონსონი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +2=4-4 (9-13)

საუთჰემპტონი-სიტი 21:30
ტრავმა: დო პრადო, ფონტე – რიჩარდსი, ნასტასიჩი, გუიდეტი, რაზაკი, კომპანი
ბოლო 6 მატჩი
+1=4-1 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 54 თამაში: +20=16-18 (72-69)

10 თებერვალი:
ასტონ ვილა-ვესტ ჰემი 17:30
ტრავმა: დელფი, ოლბრაიტონი, ჰერდი, გარდნერი, დანი – კოლინსი, მაკარტნი, პოტსი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 89 თამაში: +31=27-31 (141-144)

იუნაიტედი-ევერტონი 20:00
ტრავმა: იანგი, დ. ფლეტჩერი – ჰიბერტი, კოულმენი
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 165 თამაში: +74=40-51 (259-226)

11 თებერვალი:
ლივერპული-ვესტ ბრომვიჩი 00:00
ტრავმა: კელი, აისადი, ფლენაგანი – ოდემვინგე, გერა, მულუმბუ, ტორნი
დისკვალიფიკაცია: - პოპოვი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 108 თამაში: +50=30-28 (164-120)

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

ბომბარდირები: 18 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 17 - ლუის სუარესი (ლივერპული), 14 - დემბა ბა (ნიუკასლი/ჩელსი), 13 - მიჩუ (სუონსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXV ტურის შეჯამება და სიმბოლური: ფინიშის კონტურებიც გამოჩნდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული