პოლ გასკოინი რეანიმაციაშია

AutoSharing Option
ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა პოლ გასკოინი რეანიმაციაშია.

ამერიკაში სამკურნალოდ მყოფი ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ალკოჰოლიზმისა და სხვადასხვა დაავადებების გამო ძალიან დასუსტდა, არიზონას შტატის კლინიკა "კოტონვუდ დე ტუსონის" რეანიმაციულ განყოფილებაშია.

პოლის მეგობარმა თქვა, რომ მას აბსტინენციის შემაშფოთებელი ნიშნები აქვს.

"პოლი რეანიმაციაშია, მას გულის შეტევა არ მოსვლია, მაგრამ თავს ვერ გრძნობს კარგად. მართალია, მის სისცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მაგრამ ჯერ ამ განყოფილებაში იქნება. როგორც ჩანს, მისი მკურნალობა გაცილებით რთული იქნება".

სხვათა შორის, ამ კლინიკაში მკურნალობდნენ ნაომი კემპბელი, რობი უილიამსი. ამ კლინიკაში ერთი დღე მკურნალობა
ათას ევროზე მეტი ღირს. გასკოინს თანხით ეხმარებიან სტივენ ჯერარდი, უეინ რუნი, ფრენკ ლამპარდი და სხვა ცნობილი ფეხბურთელები.

ასევე იხილეთ:
პოლ გასკოინის ქალიშვილი კიდევ ერთხელ გაშიშვლდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული